მერიამ ქუთაისში ყვავილების გამყიდველებს ვაჭრობა აუკრძალა

ქუთაისელი გარემოვაჭრეები, რომლებიც წლებია, ოჯახებს ქუჩაში ყვავილების გაყიდვით აღებული თანხით არჩენენ, დღეიდან შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ქალაქის მერია მათ საქმიანობის გაგრძელების უფლებას აღარ აძლევს.

გარემოვაჭრეები პროტესტის გამოსახატავად, თავდაპირველად, ქუთაისისის მერიასთან შეიკრიბნენ, ამჟამად კი მერიის მისაღებში არიან  და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ ქალაქის მერს არ შეხვდებიან და მისგან კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ.

„მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურიდან და გვითხრეს, რომ მაგიდები უნდა აგველაგებინა, ჩვენ ასეც მოვიქეცით, მაგრამ შემდეგ სურათები გადაგვიღეს და გვითხრეს, რომ უფლება არ გვქონდა, საქმიანობა გაგვეგრძელებინა“, – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

მათი თქმით, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ეს ყვავილები იყო, ახლა კი და ულუკმაპუროდ დარჩნენ.

გიგა გელხვიიძე