მედიის წარმომადგენლების მასობრივი დაპატიმრება თურქეთში!

jj

თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი „ზამან“-ის (Zaman) გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ექრემ დუმანლი და 5 სატელევიზიო არხის გამაერთიანებელი მაუწყებლობის, „სამანიოლუ ჯგუფის” გენერალური დირექტორი ჰიდაეთ კარაჯა, ამ ორ დაწესებულებაში მომუშავე ჟურნალისტები, პროდიუსერები, სერიალების სცენარისტები, სულ 32 ადამიანი, 14 დეკემბრის დილას პოლიციამ სახლებსა და სამუშაო ადგილებში დააკავა.

მათ ბრალად წაუყენეს „სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისა“ და „ტერორისტული დაჯგუფების წევრობა “.  ჟურნალისტებთან ერთად, პოლიციის ხელმძღვანელები და ოფიცრებიც  აიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მასობრივი დაკავების მიზეზი,  „ერდოღანის შვილისა და მისი მთავრობის ზოგიერთი წევრების მიერ ჩადენილ კორუფციისა და ქრთამის აღების ბრალდებების„ შესახებ 2013 წლის 17 დეკემბრის ოპერაციების გაუხმაურებლობა და  გადაფარვის მცდელობაა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიებს 17-25 დეკემბერი „კორუფციისა და ქრთამის აღების კვირად“ ჰქონდათ გამოცხადებული.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავებას საფუძვლად უდევს 2010 წელს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული „თაშიე ჯგუფი/მეჰმედ დოღან ჯგუფი-ს“ გაკრიტიკება და მათ მიმართ განხორციელებული ოპერაციების გაშუქება. პროკურატურის სარჩელის მიხედვით, ამ დაჯგუფებას ძალადობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და იმჟამინდელმა სამართალდამცველებმა აღიარეს დაჯგუფება,  როგორც მოძალადე შენაერთად. ეს ყველაფერი კი „ზამან“ გაზეთმა და „სამანიოლუს“ მაუწყებლობამ გააშუქა, რასაც თან ახლდა დაჯგუფების გაკრიტიკება „სამანიოლუს“ სერიალებშიც.

აღნიშნული დაჯგუფების მიმართ შესრულებული საგამოძიებო ოპერაციის ბრძანებას ხელს აწერდა პოლიციის იმჟამინდელი გენერალური დირექტორი ოღუზ კაან კოკსალი, რომელიც ამ დროისთვის მმართველი პარტიის წევრია და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი. დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი ამოიღეს.

თურქული მედიის ცნობით, 2008 წლის შემდეგ ძიებაში მყოფ დაჯგუფებასთან დაკავშირებული ოპერაცია, 2010 წელს დაჯგუფების ლიდერ მეჰმეთ დოღანის მიერ თანამონაწილეებთან შეხვედრისას „სროლის ბრძანების“ გაცემის შემდეგ განხორციელდა. დოღანიმ საუბრისას, „ხმლის გარეშე ისლამის არსებობა შეუძლებელიაო“ -განაცხადა და იმამის  სახელით ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისკენ მოუწოდა ჯგუფების წევრებს. ამ ახსნა-განმარტების შემდეგ აღნიშნული დაჯგუფების მიმართ ოპერაცია ჩატარდა და დააკავეს კიდეც წევრები. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, დაჯგუფების ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი თავდებით გამოუშვეს.

ალ-ქაიდეს წევრი თაშიე ჰუჯრესის მიმართ ოპერაციის მსვლელობას თურქეთის ყველა ეროვნული გაზეთი და ტელევიზიები აშუქებდნენ. სწორედ მათ საქმიანობაზე გადაიღო სერიალი „სამანიოლუმ“, რომელსაც ძალიან ხშირად აფერხებდა და პრობლემებს უქმნიდა ქალაქის გუბერნია.  ბოლოს ადგილობრივმა მთავრობამ იმდენი შეძლო, რომ ტელევიზიამ სერიალის გადაღება შეწყვიტა, ხოლო ეთერში გასვლაზე მკაცრი აკრძალვა დაუწესეს. მიუხედავად ამ შეფერხებებისა, სერიალს ყველაზე მაღალი რეიტინგი ქონდა.

გადამღები ჯგუფი არ შეეგუა აკრძალვებს მთავრობის მხრიდან და სერიალის შეწყვეტის შემდეგ, იგივე მსახიობებისა და რეჟისორის მიერ ახალ სერიალზე მუშაობა დაიწყეს, რომელსაც ერქვა  „სუნგურლარ“ და ეთერშიც გაუშვეს. ბოლო სერია 13 დეკემბერს, შაბათს საღამოს გადიოდა, ხოლო 14 დეკემბრის დილას, ყველა ის მსახიობი, რომელიც “სუნგურლარში “ იღებდა მონაწილეობას პროდიუსერებთან ერთად, ძებნილებად გამოაცხადეს.

თურქული მედიის ცნობით, ვრცელდება ჟურნალისტების დაკავების მეორე ვერსიაც. კერძოდ, მთავრობა განსაკუთრებით შეწუხებული იყო, მმართველი პარტიის წევრების კორუფციისა და ქრთამის აღების ფაქტების გამოქვეყნებით, რომელსაც ტირაჟირებას „ზამან“ გაზეთი და „სამანიოლუს“ ტელევიზიიები ინტენსიურად ახდენდნენ.  სანაცვლოდ, ურჩი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, მაკონტროლებელი  ორგანო (RTUK) -ის საშუალებით  ხელისუფლება „სამანიოლუს“ ფინანსურ ჯარიმებს აკისრებდა, რაც ბოლოს მათი თანამშრომლების დაპატიმრების ოპერაციით დაასრულა.