მადრიდის რეალმა გარიგება „ანტიქრისტესთან“ დადო

1

საფეხბურთო კლუბის ,,მადრიდის რეალის“ ხელმძღვანელობამ, აბუ-დაბის ნაციონალურ ბანკთან (NBAD) სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბის ლოგოზე ჯვრის გამოსახულების გადატანაზე უარი განაცხადა. ინფორამციას The Guardian-ი ავრცელებს. ქრისტიანული ტრადიციული ,,ემბლემა“ გვირგვინ გამოსახული ჯვარი, რომელიც მადრიდის რეალის სავიზიტო ბარათს წარმოაგდენდა, სამეფო კლუბის ფეხბურთელების მაისურს აღარ დაამშვენებს. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში აღნიშნული ლოგო შესაძლოა რელიგიური დაპირისპირების მიზეზი გახდეს და მუსულმანთა ტრადიციების დაცვის მიზნით, აბუ დაბის ნაციონალურ ბანკთან გაფორმებული კონტრაქტის ერთ ერთი მუხლის მოთხოვნით ქრისტიანული ჯვარი კლუბის ლოგოს აღარ დაამშვენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ფან კლუბის წევრებმა გააპროტესტეს და გადაწყვეტილებას ანტიქრისტესთან დადებული ხელშეკრულება უწოდეს. ანალოგიური ქმედება, 2010 წელს კატალონიის ბარსელონას ხელმძღვანელობამ ჩაიდინა, როდესაც ჩინურ კომპანია Qatar Foundation გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარ ლოგოზე ჯვრის გამოსახვის უფლებაზე უარი განაცხადეს.