„ლევადა ცენტრი“ : პუტინის რეიტინგი ისევ მყარად დგას

2

„ლევადა ცენტრის“ კვლევების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი უმაღლეს საფეხურზე პოზიციებს წარამეტებულად ინარჩუნებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის დაუჭერენ მხარს ქვეყნის მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუკი უახლოეს პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ მათი ფავორიტი ვლადიმერ პუტინია. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ამას გარდა რესპოდენტთა 19%-ი  არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო 17%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არააქვს ვის დაუჭერს მხარს. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები პუტინის საპრეზიდენტო საქმიანობას, აქ ქვეყნის პრეზიდენტს ნდობას გამოკითხულთა 85%-ი უცხადებს.