კახეთში სწრაფ ანტიგენ-ტესტირებას 26 სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტარებთ
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილის განმარტებით: „ეს პროცესი რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოქალაქეების ჩართულობა მის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჯონიაშვილი იმ პროტოკოლს განმარტავს, რითაც საავადმყოფო მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოქმედებს:
„სწრაფი ანტიგენ ტესტი უტარდებათ მოქალაქეებს, რომლებიც სიმპტომების მიუხედავად მოგვმართავენ. ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში დღის განმავლობაში, დაახლოებით, 70-დან 90-მდე პაციენტის ტესტირება ხორციელდება. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ სწრაფმა ანტიგენ-ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, შესაძლებელია, უფრო ღრმა, PCR ტესტირება ჩატარდეს, ამის შესახებ უკვე ოჯახის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას“.
ამ დროისთვის კახეთში სწრაფი ანტიგენ–ტესტირების ჩატარება 26 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი:
- სს “ევექსის კლინიკები” – ახმეტის კლინიკა;
- შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” – დუისი;
- სსიპ ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი;
- ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური;
- ა(ა)იპ “კახეთი-იონი”;
- ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი;
- ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი;
- შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი დედოფლისწყარო”;
- ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი;
- სს “ევექსის ჰოსპიტალები” – თელავის რეფერალური ჰოსპიტალი;
- სს „ევექსის“ კლინიკები – თელავის პოლიკლინიკა;
- ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი;
- შპს “თელავის რაიონული საავადმყოფო”;
- შპს “ავერსი”;
- შპს “სიხარული”;
- შპს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი;
- შპს “ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა”;
- ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
- სს „ევექსის“ კლინიკები – ყვარლის კლინიკა;
- ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი;
- შპს “არქიმედეს კლინიკა” – სიღნაღი;
- შპს ” დიაგნოზი”;
- შპს “ჯეო ჰოსპიტალს” – საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი;
- შპს “კლინიკა Life”;
- ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი;
- შპს “არქიმედეს კლინიკა” – ლაგოდეხი;
- ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
კახეთის რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს: რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა .
შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, რეგიონში COVID-19-ის პრევენციისთვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილებით ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ: ახალი დადგენილების თანახმად, მარტივდება ტესტირების პროცედურა და მოქალაქეებს ტესტის ჩატარება ოჯახის ექიმის გადამისამართების გარეშეც შეეძლებათ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ამერიკაში მოღვაწე ექიმმა, დავით მრელაშვილმაც.
მაკა მოსიაშვილი