კადიროვის ბრძანებით ტერორისტების ოჯახის წევრებს რესპუბლიკიდან გაასახლებენ

fq

რამზან კადიროვის ბრძანებით, რამოდენიმე დღის წინ გროზნოში ლიკვიდირებული ტერირიტების ოჯახის წვერებს, რესპუბლიკიდან გაასახლებენ და მათ საცხოვრებელ სახლებს გაანადგურებენ. აღნიშნული განცხადება ჩეჩნეთის პრეზიდენტმა საკუთარი Instagram-ის გვერდზე, მინისტრათა კაბინეტის, რაიონული ორგანოების და ძალოვანი უწვებების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.,, იმ შემთვევაში თუ რომელიმე ,,ბოევიკი“ გაბედავს და მოკლავს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელს და მშვიდობიან მოქალაქეს მისი ოჯახის წევრები, ჩეჩნეთიდან დაბრუნების უფლების გარეშე გასახლდებიან, მათი სახლები კი ფუნდამენტის ჩათვლით დაინგრევა. მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც ვამბობდით შვილების საქციელზე მშობლები პასუხს არ აგებენ. ჩეჩნეთში პასუხს აგებენ და სრული სიმკაცრით დაისჯებიან. იმ კაცის შვილი, რომელიც ხედავს, რომ მისი შვილი ვაჰაბიზმის გზას ადგას ვალდებულია ის მანამდე შეაჩეროს, სანამ ტერორისტულ საქმიანობას ფუნდამენტალურად დაიწყებს. თუნდაც მოკლას! იმ რაიონის ხელმძღვანელები, სადაც ვაჰაბიზმი ბუდეს დაიდებს და ერთი ადამიანიც კი გახდება ამ საშინელი იდეის მსხვერპლი, თანამდებობას ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე დატოვებენ“ – ხაზგასმით აღნიშნა რამზან კადიროვმა.4 დეკემბერს ღამით, გროზნოში ბანდიტური დაჯგუფების წევრებსა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, პოლიციამ შეძლო ტერორისტების ლიკვიდაცია, თუმცა 14 პოლიციელის სიცოცხლის ფასად. დაღუპული სამართალდამცავი ორგანოების წევრებს შორის, რამზან კადიროვის უახლოესი ნათესავი, 22 წლის უმარ კადიროვი აღმოჩნდა.