ისრაელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია

pic_a36550e9796955fe49b9ecd54e9a6991

ისრაელში პოლიტიკური პარტიების მმართველი კოალიცია დაიშალა.ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი იაირა ლაპიდა და იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი გადააყენა.თანამდებობას ჩამოცილებული მინისტრები კოალიციაში პოლიტიკურ პარტია,,ეშ ატიდს“და მოძრაობა ,,ხა-ტნუას“წარმოადგენდნენ.ნეტანიაჰუ უახლოეს დღეებში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს,თავად კი მოსახლეობას საკუთარი პარტიის(ლიკუდა) მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.ინფორმაციას სააგენტო ,,ТАСС“-ი ავრცელებს.,,რიგგარეშე არჩევნები-ეს ცუდია,თუმცა მინისტრთა კაბინეტი,რომელიც მზად არაა ქვეყანა მართოს და ხალხს ემსახუროს,დროა ისტორიის კუთვნილება გახდეს.მითუმეტეს როდესაც ხელისუფლებაში არიან ისეთი მინისტრები,რომლებსაც მეზობელი ოთახიდან უთითებენ როგორ უნდა მოიქცნენ.მთელი რიგი მიზეზების გამო აუცილებელია ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა ძლიერ ქმედითუნარიან ძალას დაუჭიროს მხარი.დიდი პარტია ეს წარმატების გასაღებია,მე ვთხოვ ისრაელის მოქალაქეებს მომავალ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამომიცხადონ ნდობა.ჩვენ მანდატი გვჭირდება,რადგან გავხდეთ საზოგადოების სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელისუფლებაში.“განაცხადა ისრაელის პრემიერმა.პოლიტიკური ექსპერტების ვარაუდით,უახლოეს დღეებში კნესეტი თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის პირველ თვეებში,დაგეგმილზე ორი წლით ადრე დაინიშნება.