ივანიშვილს ამერიკაში ახალი ლობისტები ჰყავს
23 მარტს ამერიკის სენატმა საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთა. ამერიკელები შეშფოთებული არიან საქართველოში შექმნილი ვითარებით. ამასთან ღიად მიგვანიშნეს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ამას ჩვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს.
საქართველოში ბევრი ელოდა, რომ ბიძინა იცვანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც იქნებოდა საუბარი. მოლოდინი არ გამართლდა. ვაშინგტონიდან მწვავე განცხადებები იქნება. მაგრამ სანქციებამდე საქმე ალბათ არ მივა. არავისთვის დამალული არაა, რომ ივანიშვილს ამერიკაში ლობისტები ჰყავს. როგორც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი მან ამერიკაში კიდევ რამდენიმე ახალი ლობისტი დაიმატა და თავს მშვიდად გრძნობს.
როგორც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ გვითხრა, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს არც ოპოზიციის აქციების ეშინია. ამბობს, რომ ყველაფერი მოგვარდება. ევროპელების ეგიდით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩაშლით ცოტა შეწუხებული ყოფილა.
_ არც აქციები აწუხებს და არც სანქციები. მოლაპარაკებების ჩაშლით არის შეწუხებული. ამბობს რომ ყველაფრის მოგვარება ახლა უფრო მეტი ფული დაუჯდება, _ გვითხრა ინფორმირებულმა წყარომ.
სიმშვიდისთვის ივანიშვილს ნამდვილად აქვს საბაბი. ოპოზიციის რიგი ლიდერები მასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შორენა მარსაგიშვილი