ვლადიმერ პუტინი: „დონბასის რუსეთთან მიერთება ქუჩაში ვერ გადაწყდება“

ptu

როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, დონბასის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი ქუჩაში ვერ გადაწყდება, რადგან აღნიშნულმა თემამ მილიონობით ადამიანის ბედი უნდა განსაზღვროს. ,,ჩვენ გულით და სულით დონბასელებთან ვართ, თუმცა აღნიშნული საკითხი ქუჩაში ვერ გადაწყდება, ეს ხომ სრუალიად რუსეთის ბედს და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები მილიონობით რუსი ეროვნების ადამიანის მომავალს ეხება.ფაქტიურად შეუძლებელი შევძელით და მინსკში მიღწეული შეთანხმება, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად გავაფორმეთ. მიმაჩნია, რომ მინსკი2-ის ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია. კრიზისიდან გამოსასვლელი გზა , კიევის ხელისუფლების მიერ დონბასის მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე გადის, თუმცა ეს მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოდ მთავრდება. აუცილებელია უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც რეგიონს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს და მოსახლეობა საკუთარ მომავალს არჩევნების გზით განსაზღვრავს. კიევში უნდა იფიქრონ ამინისტიაზეც, რადგან როგორ შეიძლება ესაუბრო მხარეს, რომელსაც სამართლებრივად თუ იურიდიულად დევნი” – აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სევასტოპოლში, იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრთან, სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის დროს, პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს.