ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება
„კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამისათვის აუცილებელია, გამოვიყენოთ და გავითავისოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება. მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან”, – განაცხადა ტიკარაძემ.
გიორგი საკარული