დიდ შვიდიანში (G7) რუსეთის გამო უთანხმოებაა
დიდი შვიდიანის (G7 )ქვეყნების სამიტის მზადების წინ, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულზე უნდა გაიმართოს, გაირკვა, რომ რამოდენიმე ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების მოხსნას ემხრობა. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მოითხოვს ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, თუმცა როგორც გაირკვა გერმანია და იაპონია საკუთარი პოზიციის შეცვლას აპირებს. ინფორმაციას Kyodo ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით ამერიკული მხარე სანქციების დამძიმებას მოითხოვს, მაშინ როდესაც იაპონია და გერმანია მოსკოვთან დიალოგის დაწყების მომხრეა. აღსანიშნავია, რომ მორიგი სამიტის ძირითადი თემა უკრაინაში განივთარებული მოვლენები იქნება. სამიტის მსვლელობის დროს მხარეები შეეცდებიან რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიცია შეაჯერონ. ევროპული სანქციების ვადა 2015 წლის მარტში იწურება. შტატები ცდილობს ყველანაირი მეთოდის გამოყენებით, აიძულოს ევროკავშირი, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ, ეკონომიკური სანქციების ვადაა გაახანგძლივოს.