დევიდ ქემერონი:,,ЦРУ”-ს მიერ გამოყენებული წამების მეთოდები ამერიკას ავტორიტეტს აკარგვინებს

რა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით „ამერიკის შეერთებული შტატები, ციხეებში წამების სხვადსხვა მეთოდის გამოყენებით, მორალურ ავტორიტეტს დაკარგავს“ აღნიშნული განცხადების გაკეთება, ბრიტანეთის პრემიერს ,, ЦРУ“ თანამშრომელბის მიერ, პატიმრებზე განხორციელებული წამების ფაქტების გამომზეურების, შეფასების თხოვნის შემდეგ მოუწია. იუწყება ,,The Telegraph“-ი. ანკარაში თურქეთის პრემიერ მინისტრთან ახმეტ დავუტოღლისთან ოფიციალური შეხვედრის დროს, დევიდ ქემერონს ჟურნაისტებმა ახსნა-განმარტების გაკეთება მოსთხოვეს, ჰქონდათ თუ არა ბრიტანულ სპეცსამსახურებს ამერიკელი ,,პარტნიორების“ მიერ პატიმრებზე განხორციელებული წამების ამსახველ მასალასთან კავშირი. ,,მოდით პირდაპირ ვთქვათ: წამება გამუართლებელია და სულ გამუართლებელი იქნება. ექსტრემიზმის წინააღდეგ ბრძოლა და მშვიდობიანი მოსფლიოს წარმოჩინება მორალური ავტორიტეტის გარეშე წარმოუდგენელია. ამერიკული სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული წამების სხვადსხვა მეთოდები, შტატებს მორალურ ავტორიტეტს დააკარგვინებს. მე პირადად ვაძლევ ჩემი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების თამაშრომლებს მითითებებს, თუ როგორ უნდა შეასრულნ მათზე დაკისრებული ვალდებულება. ჩემთვის ის მეთოდები, რომლებსაც ამერიკელები იყენებდნენ მიუღებელია“ – აცხადებს ქემერონი. სამშაბათს 9 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამოდენიმე საიდუმლო დოკუმენტმა მზის სინათლე იხილა, რომლის მიხედვითაც 2001 წლის 11 სექტემრის ტერორისტული აქტის შემდეგ, ეჭვმტანილი პირების მიმართ ამერიკული სპესცამსხურები წამების სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით დაკავებულ პირთა უმრავლესობა უდანაშაულო იყო.