დედამიწას პლატინის ასტეროიდი უახლოვდება

2xc

100 მილიონი ტონის წონის პლატინის ასტეროიდი (2011 UW 158), რომლის ღირებულებაც დაახლოებით 5,4 ტრილიონი დოლარია, ღამით 19 ივლისს დედამიწას მოუახლოვდება. იუწყება Independent-ი. ასტრონავტებმა კოსმოსური სხეული ზომით 452/1011 მეტრზე, 2011 წელს აღმოაჩინეს, რომელიც საკუთარი ,,სხეულის“ გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 37 წუთს ანდომებს. თუმცა მეცნიერების ინტერესი, ასტეროიდის მოძრაობას არ მიუქცევია, რადგან სპექტრული ანალიზით დადგინდა, რომ ასტეროიდი პლატინისაა და დამატებით კიდევ სხვა ძვირფას ლითონებს შეიცავს. 19 ივლისს გრივინჩის დროით 22:00 საათზე, პლატინის ასტეროიდი დედამიწას, 2.4 მილიონი კილომეტრის დაცილებით ჩაუქროლებს. აღნიშნული მანძილი ექვსჯერ ნაკლებია ვიდრე მთვარემდე და 30-ჯერ ახლოა დედამიწასთან, ვიდრე სხვა პლანეტები მზის სისტემაში. პლატინის ასტერორიდის დედამიწასთან მოახლოების პროცესის დაკვივრვება, შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა Slooh-ის ასტრონომთა კავშირი, პროცესის ვიდეოტრანსლიაციას პირდაპირი ეთერით გეგმავს. ასტეროიდის ფასი (5.4ტრ დოლარი) , ამერიკის შეერთებული შტატების ორი წლის და მთელი ევროპის ერთი წლის ბიუჯეტს სრულად აღემატება.