დებალცევოსთან დისლოცირებული უკრაინული არმია ალყაშია მოქცეული

zaxxe

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დროშის ქვეშ მებრძოლმა ამბოხებულებმა, დებალცევოში დისლოცირებული უკრაინული არმიის საჯარისო ფორმირებების ალყაში მოქცევის ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. აღნიშნული განცხადება დონეცკის ,,სახალხო რესპუბლიკის“ სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელმა ედუარდ ბასურინმა სააგენტო РИА «Новости».-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ,,ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა მებრძოლებმა ალყა სრულად შეკრეს, მაგრამ დონეცკელები და ლუგანსკელები ფრონტის ორივე ხაზთან ერთმანეთის პოზიციებს გარკვევით უცქერენ.ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მებრძოლებს ალყიდან გასასვლელი ერთადერთი გზა საარტილერიო ცეცხლის სამიზნედ აქვთ მონიშნული“ – აცხადებს ბასურინი. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივბმა ქალაქ უგლეგორსკის დაკავება შეძლეს, რომელიც დებალცევოსთან მისასვლელ სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს. ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, უკრაინელი სამხედროები იარაღის დაყრის შემთვევაში, უსაფრთხო კორიდორით ისარგებლებენ და მათ საშულებას მისცემენ საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.