გერხარდ შრიოდერი: „ევროპიდან რუსეთის გაგდების მცდელობა არ შეიძლება“

1

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერხარდ შრიოდერი, ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეების იმ ადამიანთა შორის მოხვდა, რომლებმაც ერთობლივი მიმართვა გააკეთეს, რომლითაც მათი აზრით ევროპა ომს აიცილებს, წერს Die Zeit-ი. გერმანელმა ინტელექტუალებმა საკუთარ მიმართვაში ევროკავშირს, ამერიკასა და რუსეთს შორის საომარი განწყობის საფრთხეებზე ისაუბრეს. ,,დღევანდელი რიტორიკით ამერიკა, ევროპა და რუსეთი ერთმანეთს ომისკენ მიათრევენ. თუ დროულად არ შეაჩერებენ გახურებულ სპირალს, საომარი მუქარა დიდ ომს დაბადებს და ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება“ საკუთარ მიმართვაში ბატონი შრიოდერი გერმანიას, რუსეთის ფერდერაციასთან ურთიერთობების ახალ რელსებზე გადასვლას ურჩევს, რომელიც მისი აზრით , მესამე აზრის ჩარევისაგან თავისუფალი და მხოლოდ ერთმანეთთან პირისპირ, კონსტრუქციულ დიალოგზე აგებული იქნება. ,,რუსეთის ევროპიდან გაგდების მცდელობა არ შეიძლება“ ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა. შრიოდერის გვერდით მიმართვას ხელი კინორეჟისორმა ვიმ ვენდესმა, ქვეყნის ექს პრეზიდენტმა რომან ჰერცოგმა, კოსმონავტმა ზიგმუნტ იენმა, მსახიობმა ხანა შიგულამ და სხვა ცნობილმა სახეებმა მოაწერეს.