გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მანდატებზე უარი თქვა

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მანდატებზე უარი თქვეს. პარტიული სიით აჭარის უმაღლესს საბჭოში არჩეული  7- დან 6-მა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება შეიტანა. 

„ეს არის აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო. როგორც არ უნდა აპელირებდნენ იმით, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი შევიდა აჭარის უმაღლესს საბჭოში, ისინი მაინც ერთპარტიულ რეჟიმში რჩებიან. დამისახელონ, აბა, რომელ პარტიაშია ირაკლი ჩავლეიშვილი? ის არის „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი მე-15 დეპუტატი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ.

„ქრონიკა+“ ამის შესახებ ექსკლუზიურად წერდა, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება ოპოზიციიდან (რესპუბლიკელები) მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ისინი ვადამდელ არჩევნებზე ბრძოლას გააგრძელებენ. 

ხვიჩა მამულაძე