ახმეტაში 30 წლის მამაკაცი დაჭრეს
ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში 1990 წელს დაბადებული ვალერი კოტორაშვილი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობილია, რომ დაჭრას წინ უძღოდა ავტომობილის დაზიანებაც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ახმეტაში მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლით.
სავარაუდო ბრალდებული ი.ქ. წარსულში ნასამართლევია. ის სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა.
როგორც შსს -ში აცხადებენ, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით, არ დაუკავებიათ.
მაკა მოსიაშვილი