აჭარაში COVID 19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა
დღეს აჭარაში COVID19-ის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩატარდა 1278 ტესტი.
ბოლო 24 საათში რეგიონში 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა,
ორი პირი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 69 პაციენტმა.
აჭარის კოვიდკლინიკებში სულ 629 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში კი – 673.
ხვიჩა მამულაძე