აფხაზეთის ,,პრემიერ მინისტრს” თავს დაესხნენ

1

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ,,პრემიერ მინისტრს“ ბესლან ბუტბუს თავს დაესხნენ. ინფორმაციას რესპუბლიკის შინაგან უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო ,,ТАСС“-ი ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის რაულ ლოლუას განცხადებით ,,15 ნოემბერს საღამოს 21:30 წთ-ზე, გზაზე მიმავალ ავტომობილს, რომელშიც პრემიერ მინისტრი ოჯახდან ერთად იჯდა, მოულოდნელად მდევარმა ავტომობილმა გზა გადაუკეტა. ავტომობილიდან ორი პიროვნება გადმოვიდა და პრემიერ მინისტრს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ. ბატონ ბესლანს დაცვა არ ახლდა, მომხდარიდან მალევე ის ტელეფონით დამიკავშირდა და უცნობი ავტომობილის მონაცემები გადმომცა. ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მითითებული ავტომობილი ეშერის გამშვებ პუნქტზე დავაკავეთ. ავტომობილში ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“ – აცხადებს ლოლუა. მომხდარი ინციდენტიდან, ცოტა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თვიგამოცხადებული რესპუბლიკის ,,პრემიერ მინისტრმა“ თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო და ის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პირველადი დახმარების შემდეგ კი დაზარალებული საკუთარ სახლში გადაიყვანეს.