ანგელა მერკელი: „რუსეთი საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის ევროინტეგრაციას ხელს უშლის“

რერე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციას სცდილობს. ,,ჩვენმა აღმოსავლეთელმა მეზობლებმა, საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ მიიღეს სუვერენული გადაწყვეტილება და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. მე ვიცი, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი სურვილია ერთიან ევროპულ ოჯახს შეუერთდნენ, მაგრამ მათ რუსეთი ამის საშუალებას არ აძლევთ. ველოდებით კრემლის მორიგ ნაბიჯებს და თითქმის დარწმუნებულიც ვარ, რომ მოსკოვი აღნიშნულ ქვეყნებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. რაც შეეხება უკანასკნელი პერიოდის უკრაინის მოვლენებს, მთელი მსოფლიო თანხმდება ერთი აზრის გარშემო, რუსეთი უნდა შეგვეჩერებინა და ეს ჩვენ, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით შევძელით. რუსეთის წინააღდეგ მიღებული ეკონომიკური პაკეტი სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო, რადგან მოსკოვმა 1994 წელს ბუდაპეშტში მიღებული მემორანდუმის პირობები დაარღვია, რომლითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყო გამყარებული. აცხადებს მერკელი Die Welt am Sonntag- თან საუბრის დროს.