ამერიკის გენპროკურორი აფროამერიკელი ქალბატონი გახდა
ამერიკის სენატმა, ქვეყნის გენ პროკურორის თანამდებობაზე ლორეტა ლინჩი დაამტკიცა, პარალელურად ის, იუსტიციის სამინისტროს უხელმძღვანელებს. იუწყება Associated Press-ი. კანდიდატს, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი ქალბატონია, მხარი 56 სენატორმა, 43-ის წინააღდეგ დაუჭირა. თეთრ სახლში ლინჩის დანიშვნას ,,კარგი ამბავი“ უწოდეს. აწ უკვე ამერიკის გენერალური პროკურორი, აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცებას, 2014 წლის ნოემბრიდან ელოდა. ბარაკ ობამამ ლინჩის კანდიდატურა სენატს, ჯერ კიდევ გასულ წელს წარუდგინა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო სენატმა პროცესი გააჭინაურა და სენატორებმა თეთრი სახლის კრიტიკაც დაიმსახურეს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ახლადდანიშნული გენერალური პროკურორისაგან საზოგადოება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, პოლიციელების მიერ აფროამერიკელი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საქმეების შესწავლას ელოდება. ლორეტა ლინჩი უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ნიუ-იორკის შტატის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორად მუშაობდა. მისმა წინამორბედმა ერიკ ხოლერმა თანამდებობა 2014 წლის სექტემბრის თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.