ამერიკელები „ისლამისტური სახელმწიფოს“ (ხალიფატი) გეგმას იცნობდნენ

სავე

ამერიკის შეერთებული შტატების სპეც სამსახურებისათვის , ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“გაფართოების გეგმა ცნობილი იყო. აღნიშნული განცხადება ,,ЦРУ“-ს დირექტორმა ჯოშ ბრენანმა ,,CBS“-ის ტელეეთერში გააკეთა. ,,მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენი სააგენტო წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ სამომავლო გეგმების შესახებ. პარალელურად ვიცოდით, თუ რა სახის პორბლემები გროვდებოდა ერაყის ხელისუფლების გარშემო. რელიგიური ესქტრემიზმი და კონფესიათა შორის კლანური დაპირისპირება წარმოადგენს ძირითად პრობლემატურ თემას, რომელმაც აღნიშნული ორგანიზაციის გაფართოება გამოიწვია. ერაყის ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ისინი ტერორისტების ტერიტორიულ ზრდას შეაჩერებენ, თუმცა ეს მხოლოდ შეიარაღებაზე არაა დამოკიდებული, ჩვენი დასკვნით, მათ უბრალოდ ბრძოლის სურვილი არააქვთ“ – ხაზგასმით აღნიშნა ჯოშ ბრენანმა.