„ალ-ქაიდა” ობამას ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელის მკვლელობაში ადანაშაულებს

გ7

ტერორისტული დაჯგუფება ,,ალ ქაიდა“ ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას , იემენში ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობაში ადანაშაულებს. იუწყება სააგენტო „Agence France-Press“-ი. ,,ობამამ საკუთარ მოქალაქეებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ჩვენ მათ ლიკვიდაციას არ ვგეგმავდით. ისინი ამერიკელი სამხედროების მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა“ – ნათქვამია განცხადებაში. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების მიერ იემენში განხორციელებულ სამაშველო სპეცოპერაციას, ამერიკელი ტყვე ლუქს სომერსი ემსვერპლა. ობამას განცხადებით ,,სომერსის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სამხედროებს მისი გათავისუფლების ბრძანება პირადად გადავეცი, თუმცა უბედურმა შემთხვევამ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერორიტებმა სახმედროებს დაასწრეს და ის მოკლეს“ – აცხადებს ობამა.