,,Тимати“: ,,ნამდვილი მამაკაცები საქმეს აკეთებენ და ჰალსტუხს არ ღეჭენ“.

Capture

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ,,Тимати“ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის შემდეგ, ადგილობრივი კლუბის მიერ, მისი კონცერტის გაუქმებას, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. ,,პრობლემა არაა, მე არ ვიმღერებ, მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს პროვოკაციის მოწყობის მიზეზი არ მივცე. მემგონი საერთოდ არ ღირს გამოვეხმაურო იმ პირის განცხადებას, რომელიც საკუთარმა ხალხმა, საქართველოდან გამოაძევა და ფედერალურ ძებნაში იმყოფება. ადამიანმა, რომელმაც პრეზიდენტობის დროს, ძარცვა ქვეყანა და უბრალო ადამიანებს უბედურების მეტი არაფერი მოუტანა, კულტურაზე საერთოდ ვერ უნდა ისაუბროს. ნამდვილი მამაკაცები საქმეს აკეთებენ და ჰალსტუხებს არ ღეჭავენ“ ცინიკურად უპასუხა სააკაშვილს რუსმა რეპერმა. ინფორმაციას სააგენტო LENTA.RU ავრცელებს.