უკრაინელი მედესანტეების ცოლებმა და დედებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს

1

უკრაინაში, ქვეყნის სადესანტო ბატალიონში მომსახურე სამხედროების დედებმა და ცოლებმა, ნიკოლაევში საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. უკრაინის 79-ე აერომობილური ბრიგადის მეომრები, უკვე მეორე კვირაა, დონეცკელ და ლუგანსკელ ამბოხებულებს ალყაში ჰყავთ მოქცეული და უმოწყალოდ ხოცავენ. აღნიშნული ბრიგადის მეომრებმა რამოდენიმეჯერ დაბომბეს ქალაქი სლავიანსკი და კრამატორსკი. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, 79-ე ბრიგადის მეომრები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, მათ მიერ წარმოებულ უმისამართოდ შეგნებულ დაბომბვას ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი ემსხვერპლა. ,,ჩვენ ვიდგებით აქ სანამ ჩვენ ხმას არ გაიგონებენ. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ჩვენი შვილები და ქმრები ალყიდან გამოიყვანონ, მათ არააქვთ სასმელი და საჭმელი, ისინი უბრალოდ უპატრონოდ მიაგდეს და მათ უმოწყალოდ ხოცავენ. რისთვის? ან იქაურებმა რა დააშავა ასეთი? ან ჩვენი ოჯახის წევრებმა“, პროტესტანტი ქალბატონების მოთხოვნის ციტირებას სააგენტო «Укринформ»-ი აკეთებს. წყაროს ინფორმაციით, ავტომაგისტრალი რამოდენიმე ათეულმა ქალბატონმა გადაკეტა და სახლში წასვლას არ აპირებენ.