სირიაში ტერორისტებმა 20 თურქი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანა

გ4

ერაყის და სირიის ტერიტორიაზე მოქმედი რადიკალური დაჯგუფების ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, ალეპოს პროვინციაში 20 თურქი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ლივიის ტელეკანალ «аль-Маядин»-ზე დაყრდნობით სააგენტო ,,РИА Новости“ავრცელებს. ტელეარხის მიერ გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, თურქი სამხედროები ოსმალეთის იმპერიის მმართველის, ოსმან პირველის პაპის, შახ სულეიმანის განსასვენებელ ადგილს იცავდნენ. მომხდარი ინციდენტიდან ცოტა ხნით ადრე, თურქეთის ვიცე პრემიერმ ბიულენტ არინჩმა, ისტორიული ადგილის დამცველი თურქი სამხედროების დასახმარებლად დამატებითი ძალების გაგზავნა მოითხოვა. მისი განცხადებით, თურქეთი ტერორიტების წინააღდეგ, კოალიციურ ძალებთან ერთად, ოპერაციაში ჩართვასაც განიხილავს. 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯიჰადისტებმა, ტყვეობაში მყოფი ქურთი მოსწავლეები გაანთავისუფლეს, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მაისს სირიის ალეპოს პროვინციაში დაატყვევეს. ოსმალეთის იმპერიის დამაარსებლის ოსმან პირველის პაპის, შახ სულეიმანის განსასვენებელი ადგილი, სირიის ტერიტორიაზე, ქალაქ ალეპოს რაიონში მდებარე თურქულ ანკლავში მდებარეობს და ტერიტორიას 1921 წლის შეთახნების მიხედვით თურქული არმია იცავს. მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ხუთმა არაბულმა ქვეყანამ (ბაჰრეინი,ყატარი,საუდის არაბეთი,იორდანია და გაერთიანებული ემირატები) დაიწყო სამხედრო საჰაერო ოპერაციის წარმოება ეგრეთწოდებული რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მეომრების წინააღდეგ, რომლებიც ძირითადად ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ბაზირებენ. 26 სექტემბერს პენტაგონი სახმელეთო ოპერაციის წარმართვის ინიციატივით გამოვიდა.