რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა (МЧС) ფართომაშტაბიანი წვრთნები დაიწყო

y

რუსეთის ფედერაციის საგანგები სიტუაციების სამსახურმა ,( МЧС России) თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მაშტაბური წვრთნები დაიწყო.უწყების წარმომადგენელის ალექსანდრე დრობიშევსკის განცხადებით,სასწავლო წვრთნები რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის თავდაცვის ეგიდით მიმდინარეობს.ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.,,სახალინიდან კალინინგრადამდე,მიმდინარეობს საავიაციო ოპერაცია,რომელიც შესაძლო საგანგებო სიტუაციების მიერ გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაზეა გათვლილი.პროცესში უწყების დაქვემდებარებაში მყოფი საავიაციო პარკი სრულადაა მობილიზებული. ვერტმფრენები Ми-8, Ми-26, Ка-32- Ил-76, Ан-74, Як-42, Бе-200.კლასის თვითმფრინავებს დააზღვევენ“ – აცხადებს დრობიშევსკი.რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სწავლება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაიწყო და როდის დასრულდება ჯერჯერობით უცნობია.სამხედრო სამაშველო,საჰაერო მანევრირების დროს რუსი მაშველები,შეეცდებიან საგანგებო სიტუაციიდან გამოწვეული მაშტაბური ხანძრის ლიკვიდაციას,მტრის შესაძლო თავდასხმის ზონიდან მოსახლეობის მშვიდობიანად გამოყვანის ოპერაციას და სტრატეგიული ობიექტების დაცვას.