,,პრანკერი Vovan222″ სააკაშვილს არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრა

pic_1bde976632463ffa4bb00702038a9c06

,,პრანკერმა“ ვლადიმერ კრასნოვმა, ცნობილი როგორც ,,Vovan222“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააბითურა და მას, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაუკავშირდა. РСН-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა პარტია ,,მწვანეთა ალიანსის“ წარმოამდგენელმა ოლეგ მიტვოლმა. ,,წარმოიდგინეთ კიევიდან რეკავს მინისტრი და მიშას ეკითხება: შენ ამჟამად ნიუ-იურკში ხარ? ჩვენ ფულით ვინ დაგვეხმარება? რუსეთის წინააღდეგ ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. სააკაშვილმა მას, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკის ტელეფონის ნომერი გადასცა და თან უთხრა. ფულით ეს ადამიანი დაგეხმარებათ“ – აცხადებს მიტვოლი, თუმცა არ აკონკრეტებს საიდან გახდა მისთვის ცნობილი საუბრის დეტალები. ცოტა ხნით ადრე კრასნოვი საზოგადოებას, სააკაშვილთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას დაჰპირდა, მისი თქმით საუბარში ამერიკელი სენატორი მაკკეინიც ფიგურირებს, რომელთანაც ის სააკაშვილმა დააკავშირა. ეს კრასნოვის ხუმრობის პირველი შემთხვევა არაა. მისი ცივი ხუმრობის მსხვერპლნი, ხშირად ცნობილი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და კულტურის მოღვაწეები არიან. 22 ოქტომბერს ,,Vovan222“-მა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის იგორ კოლომოისკის ,,გულახდილი“ საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც უკრაინელი ოლიგარქი, დონეცკთან ჩამოგდებული ბოინგ777-ს დეტალებზე საუბრობს და უკრაინელი სამხედროების შეცდომაზე ამახვილებს ყურადღებას.