პარიზის ტერაქტზე პასუხისმგებლობას იემენის ,,ალ ქაიდას” დაჯგუფება იღებს

რრ

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალ ქაიდას“ იემენის დაჯგუფებამ ,,Charlie Hebdo“-ს გამომცემლობაზე ტერორისტული თავდასხმის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. იუწყევა სააგენტო Reuters-ი. აღნიშნული განცხადება, ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ჰასან ბენ ალი ალ-ანსიმ გააკეთა. ,,რაც შეეხება საღვთო შეტევას, რომელიც პარიზსში განვახორციელეთ, დიახ ეს ჩვენმა ორგანიზაციამ დაგეგმა. ეს იყო შურისძიება ალაჰის მოციქულის შეურაცყოფის სანაცვლოდ“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. დილით 7 იანვარს Charlie Hebd0-ს რედაქციას სამი შეიარაღებული ტერორისტი დაესხა თავს, რომლებმაც რედაქციის 12 თანამშრომლის ლიკვიდაცია შეძლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები საიდი და შერიფ კუაში ფრანგმა სამართალდამცავებმა, ტერორისტული აქტიდან ორი დღის შემდეგ, პარიზის მახლობლად სპეცოპერაციის დროს მოკლეს. რაც შეეხება მესამე ბოროტმოქმედს (ხამიდ მურადი) ის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.