„მებრძოლი პატრიოტები“ რუსთაველის გამზირზე გამოდიან!

qvariani

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვეტერანი ემზარ ქვარიანი, „ქრონიკა+“-სთან  ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ეხმიანება. ვეტერანი იმ საშიშროებაზეც აკეთებს აქცენტს, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია. „მებრძოლი პატრიოტები“ შეკრებისთვის ემზადებიან:

„ – 25-მაისს, 22:00 საათზე შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და პატივს მივაგებთ 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილ ადამიანებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავგმობთ სააკაშვილის 9-წლიან რეჟიმს, რომელიც დღემდე განაგრძობს ჩვენი მოსახლეობის ტერორს. მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს და ყველა საშუალებას იყენებენ, რომ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაითრიონ. იმედს ვიტოვებ, შემდგომი ხელისუფლების პირობებში მაინც გასამართლდება სააკაშვილი,  მის მიერ შექმნილი 9-წლიანი რეჟიმი და ის ადამიანები, ვინც „ერთი გუნდის“ პრინციპით ანგრევდნენ და დღესაც ანგრევენ ქვეყანას!“ – განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ვეტერანმა ემზარ ქვარიანმა.