ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო-სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

israel_drosha_2

ისრაელი, ღაზას სექტორში სახმელეთო -სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება. ინფორმაციას Haaretz-ი ავრცელებს. ,,ჰამასი ძვირადღირებულ საფასურს გადაიხდის, მათ არჩევანი გააკეთეს და სისხლიანი გზა აირჩიეს. ჩვენ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად ყველანაირი სახის გამოწვევებისათის მზად ვართ”- აცხადებს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ. აღნიშნული განცხადებიდან ცოტა ხნით ადრე საკუთარი გეგმები ქვეყნის სამხედრო უწყებამ გაასაჯაროვა. ,,ოპერაცია სახელწოდებით ,,დაუშლელი კლდე” დამუშავების პროცესშია და უახლოეს დღეებში იხილავს დღის სინათლეს. ჰამასი მკაცრად დაისჯება, ჩვენ გამოვაცხადეთ რეზერვისტთა მობილიზება. სიტუაცია ღაზას სექტორში, უკონტროლოა და გადაუდებელი პრევენცია სჭირდება” – აცხადებენ ისრაელის თვადაცვის უწყებაში.