ელისო კილაძე: „.თქვენ ანგრევთ ამ ქვეყანას, ამიტომ უნდა წახვიდეთ!”

dwdawda

ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „კოლექტიურ ხელისუფლებას და არა პირადად იმ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელსაც მხოლოდ პრემიერის ცოლისძმის სტატუსი აქვს და კაცმა არ იცის, რა დამსახურებისთვის ზის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“ სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება:

„ შევეცდები ვიყო კონკრეტული :
1.ნეპოტიზმი,კორუფცია,მოსაგები და მოგებული ტენდერები,პრემიები,ბიზნესწილები-საკუთარ სტომაქს გადააყოლეთ ეს ქვეყანა !!!
2.დაიჯერეთ რომ ეს ქვეყანა ნინიას ბაღია (ლირიკაა,მაგრამ სხვა უფრო ზუსტი შედარება არ მაქვს )
3.მოშალეთ სახელმწიფო ინსტიტუტები,მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს. მინისტრი კი იმ ნიშნით შეარჩიეთ, რომ სამინისტროს რეალური მმართველი პრემიერის სიმამრი ყოფილიყო.
4.მოშალეთ ფინანსური ინსტიტუტები-ქვეყანა დგას და მორჩა.!!!
5.„ააგულავეთ“ კრიმინალი. ჟარგონისთვის ბოდიში, მაგრამ რაც ქვეყანაში დღეს ხდება, ამას სხვა სახელი არა აქვს. „კანონიერი ქურდები“ მართავენ ციხეებს. არჩევენ ქონებების დაბრუნების საქმეებს. „თავანების“ და „ობშიაკის“ ფულზე დარბის ნახევარი საქართველო.
6.თქვენ პრემიერის ცოლის ნათესავებმა დაიმისეთ საგზაო დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჯერ კიდევ ბევრი კორუფციული სქემის გასაჯაროება გველოდება წინ.
7.თქვენ ანგრევთ სახელმწიფოს პირადი ინტერესების გამო და არ იცით, რომ არაფერი ამ ქვეყნად მუდმივი არ არის.
8.თქვენ ვერ აღადგინეთ სამართლიანობა – მეტიც ალიანსში შეხვედით დამნაშავეებთან. რა ესაქმებოდა და რატომ შეხვდა ზვიად ჯანყარაშვილი „რედისონში“ გია ლორთქიფანიძეს? რა თემას განიხილავდნენ ერთად?
9.თქვენ ანგრევთ ამ ქვეყანას, ამიტომ უნდა წახვიდეთ და რაც შეიძლება მალე!!!!
p.s. ნიკუშა შენგელაიამ კი გულზე ხელი დაიდოს და დაიფიცოს,რომ უგულავასთვის ფულის ახევის ამბავი ჩემგან გაიგო და დავუჯერებ. და ბოლოს, ლექსო ტოლი ნახე,კოჭი გააგორე. ჩემთვის ცრუს და მატყუარას ძახილს, ხელში წიგნი აიღე და ინსტიტუტი დაამთავრე. უხერხულია, კაცი პარლამენტში იჯდეს და დიპლომი არ ქონდეს. მე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. (მიჩვეული ვარ)
შენი სახელი და გვარი კი ამ მოწვევის პარლამენტის მერე აღარავის ემახსოვრება!!!“ – წერს ელისო კილაძე.