დონეცკელმა ამბოხებულებმა ბოინგის „შავი ყუთები“ მალაიზიელ ექსპერტებს გადასცეს

2

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომაგენლებმა, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ,,შავი ყუთები“ მალაიზიელ ექსპერტებს გადასცეს. ავიალაინერის ,,შავი ყუთების“ მოლოდინის დიდი ინტერესი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) გააჩნია. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელით, კომპიუტერული მონაცემების გადაცემის პროცესში დონეცკის პრემიერ მინისტრი ალექსანდრე ბოროდაი და ვიცე პრემიერი ანდრეი პურგინი მონაწილეობდნენ. მხარეებმა მიღება ჩაბარების სპეციალური აქტი შეადგინეს. რაც შეეხება მალაიზიელ ექსპერტებს, მათი განცხადებით ,,შავი ყუთები“ იდეალურ მდგომარეობაშია და უახლოეს მომავალში დაიწყება მათი გაშიფრვა. მალაიზიის ავიახზების კუთვნილი ავიალაინერი ბოინგ777-ი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა 17 ივნისს დონეცკის თავზე ჩამოაგდეს. აღნიშნულმა ტრაგედიამ ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯერჯერობით გაურკვეველია,თუ რომელმა დაპირისპირებულმა მხარემ ჩამოაგდო სამგზავრო ავიალაინერი, თუმცა გუშინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყებამ სარადარო მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ავიალაინერის მოძრაობის ტრაექტორიის ხაზზე იმ დროისათვის უკრაინული საჰაერო გამანადგურებელი СУ25 იმყოფებოდა. მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასმული კითხვების პასუხის გაცემის მოლოდინშია.