სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა.
სამი რამ არ უნდა დაკარგოთ: სიმშვიდე, იმედი, ღირსება.
სამი რამ ცხოვრებაში ყველაზე ფასეულია: სიყვარული, ნდობა, მეგობრობა.
სამი რამ ცხოვრებაში არასდროს არ არის საიმედო: ხელისუფლება, გამართლება, ქონება.
სამი რამ გამოავლენს ადამიანს: შრომა, პატიოსნება, მიღწევები.
ეს საყოველთაო გამონათქვამი, ვეჭვობ, ცნობილი იყოს ჩვენი „სუსის“ „ხერხემლისთვის“. მხოლოდ ის იცოდა, რომ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა ქონების გასაჯაროებაც, შესაბამისად, ცივ გონებაზე მიიღო გადაწყვეტილება და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი, რაც კი 2013 წლის მერე მოიხვეჭა, თავის ცოლისდაზე გააფორმა.
_ ძალიან დიდი ქონება დააგროვა ამ წლებში სოსომ, აი, ძალიან დიდი. ჯერ კიდევ არ ჩანს ეს ქონება, მერწმუნეთ.
_ ვისზე აფორმებს?
_ ძირითადად, ცოლის ნათესავებზე. მაგალითად, ამ ზაფხულს ერთი ბინა თავისი კომერციული ფართით იყიდა თბილისში და ისიც ცოლისდის სახელზე გააფორმა,
ჩემი წყაროს ინფორმაციით, ხათუნა მარტყოფლიშვილი სოსო გოგაშვილის ცოლისდა არის. ეჭვს ფაქტს ისიც უმყარებს, რომ სწორედ ხათუნა მარტყოფლიშვილთან ერთად არიან ჩაწერილები საცხოვრებელ ბინაზე გოგაშვილის შვილებიც. ჰოდა, არჩევნებამდე, სულ რაღაც, ერთი თვით ადრე, კერძოდ, 26 აგვისტოს, გოგაშვილის ნათესავმა ერთ დღეს ვინმე მიქაძესთან ერთად 1, 654,583 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები შეიძინა:
შირაქში: 264500.00. კვ.მ.
შირაქში: 95783.00 კვ.მ.
შირაქში: 155000.00 კვ.მ.
შირაქში: 199800.00 კვ.მ.
შირაქში: 200000.00 კვ.მ.
შირაქში: 264500.00 კვ.მ.
შირაქში: 200000.00 კვ.მ.
ბოდბისხევში: 350000.00 კვ.მ.
ზემო მაჩხაანში: 105000.
ჯამში: 1, 654,583.
ფული სარგებელს მოიტანს, თუ გეცოდინებათ, სად ჩადოთ ის!
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად: „ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“. როგორც მოცემული მუხლიდან ირკვევა, ქართული სამოქალაქო კოდექსი ქონებად აღიარებს როგორც ნივთებს, ასევე არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებსაც.
ქონება არის რაიმე, რისი ფლობის უფლებაც კანონის საფუძველზე გაქვთ, იგი თქვენ გეკუთვნით. თქვენ ის იყიდეთ, მემკვიდრეობით მიიღეთ, ვიღაცამ გადმოგცათ. პოლიციის თანამშრომელთა მოვალეობაა, დაიცვან ყველა ადამიანის უფლება, მშვიდობიანი გზით ფლობდეს საკუთარ ქონებას. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიება ადამიანის საცხოვრებლის დასაცავად, როდესაც ამ საცხოვრებელს მეზობლები დაეპატრონენ და მოპარული ქონების პატრონისთვის დაბრუნება.
მხოლოდ ის უნდა იყიდოთ, რისი ქონაც გაგიხარდებათ. მიუხედავად იმისა, შეძლებთ თუ არა მის გაყიდვას 10 წლის განმავლობაში.
თავის დროზე ღარიბაშვილმა საზოგადოებას უთხრა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“ რაზეც ნადირაშვილმა უპასუხა, რომ ეს „კახური სიბრძნეა“ და ის ამ „სიბრძნეს“ იცნობს.
_ იგივე სიბრძნე პრაქტიკაში გოგაშვილმაც გამოიყენა. ე. ი. სოსო გოგაშვილს უძრავი ქონების დიდი ნაწილი ცოლისდაზე აქვს გაფორმებული.
_ რატომ?
_ ვერ დაანახვებდა საზოგადოებს, რომ ამდენი მიწის მფლობელია, ნახევარი შირაქი უკვე მისია. ეს კი იცით, რას ნიშნვას? _ მთელი ცხოვრება მხართეძოზე რომ იყოს წამოწოლილი, ეყოფა.
_ ძვირია იქ მიწები?
_ მიწები ძვირია, თუმცა ბევრი მათგანი, რომელიც მან იყიდა, ბანკში იყო ჩადებული
_ ანუ?
_ ბანკიდან გამოისყიდა. ბანკებთან აქვს რაღაც მოგვარებული და იქიდან იაფად ყიდულობს, რაც უნდა იმას. სვავივით არის ჩასაფრებული ვიღაცის ქონებას, ვინც ვერ იხდის გადასახადს, ეს, კიდევ, ცოტას იხდის და სარგებელს იღებს.
რჩევები სოსოს!
სადაც არ უნდა დაიმალო, ყველგან გამოჩნდები! სადაც არ უნდა დამალო ქონება, იგი ყველგან ამოჰყოფს თავს! მთავარია, მოფრთხილება ისწავლო.
იყიდეთ მიწა _ მას ხომ ვეღარავინ „გამოუშვებს“
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც უფრო დიდია ადამიანის მატერიალური რესურსები, მით მეტია მისი შანსი, იყოს სასურველი გარშემო მყოფთათვის. არსებობს თუ არა კავშირი ემოციურ და მატერიალურ ასპექტებს _ სიყვარულსა და ფულს შორის?
და საერთოდ, რა როლი შეიძლება ითამაშოს ფულმა ადამიანის ცხოვრებაში?
ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.
ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ლატარიებში მონაწილეობდნენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები, ძირითადად, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონენი არიან, არაფერი სერიოზულის შექმნა არ შეუძლიათ, იღბლის იმედი აქვთ და უნდათ, რომ ციდან, არსაიდან დუშაში დაუჯდეთ. როდესაც ჰკითხეს, _ რას გააკეთებდით, ასი ათასი დოლარი რომ მოიგოთო? უამრავი გეგმა დაასახელეს: ამას გავაკეთებ, იქ დავაბანდებ, ცხოვრებას ავიწყობო... ექსპერიმენტის მიზნით ჩატარდა გათამაშება. გამოსაცდელ პირს ასი ათასი დოლარი მოაგებინეს და შედეგს ერთი თვე დაელოდნენ. ამ ვადის გასვლის შემდგომ ფსიქოლოგებმა შედეგი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნების მატერიალური მდგომარეობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ლატარიაში „მოგებამდე“. ეს ადამიანი კი ამბობს: აზრზე არ ვარ, სად წავიდა, როგორ გაიფლანგა ეს ფულიო... სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ პიროვნება ისევ თავის ფინანსურ სტანდარტამდე დაეშვა. თავისი მცირე ხელფასი მისი არჩევანი იყო, ასი ათასი კი _ არა. ანდაზებში მშვენივრად არის გადმოცემული: ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო. ოჯახი თუ სწრაფად გამდიდრდა, სწრაფადვე გაღარიბდება, რადგან მდიდარი არის ის, ვისაც ინვესტირება შეუძლია. ვისაც ამის გამოცდილება არ გააჩნია, მას არაფერი შეემატება, ყველაფერს დახარბდება, ქვეყანას შეყრის, დაარიგებს და ბოლოს ისევ თავის ნიშნულამდე დაეშვება.
მაკა მოსიაშვილი