დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #21.
ვაგრძელებთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევების შედეგების გაცნობას საზოგადოებისთვის და, ამავდროულად, სამართალდამცველ ორგანოებს მოვუწოდებთ, აღნიშნული კვლევის შედეგებით დაინტერესდნენ. როგორც მოგახსენეთ, კორუფციის დიდი რისკის შემცველი ხელშეკრულებები დადებულია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების თითქმის ყველა უწყებაში. ჩვენ სისტემატურად შემოგთავაზებთ ამ ხელშეკრულებებს და მათ ანალიზს, რომელიც ეფუძნება არა ჩვენს მოსაზრებებს, არამედ პირველად დოკუმენტაციებს.
დღეს წარმოგიდგენთ ისევ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს.
2015 წლის 26 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა შპს „იბერია ავტოსთან“, თანხით 1 700 000 ლარი, სამინისტროსთვის ავტომანქანების შესყიდვაზე. ეს შესყიდვა განხორციელდა ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. საფუძველი 2015 წლის 29 იანვრის #14 დადგენილებაა. როგორც ხედავთ, ეს ხელშეკრულება დადებულია მთავრობის უტენდეროდ შესყიდვის განკარგულებიდან 10 თვის შემდეგ და ის „გაპრავდა“ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვემუხლით _ სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელება! საინტერესოა, ხომ? 10 თვის შემდეგ იდება ხელშეკრულება, როცა შეიძლებოდა 5 ტენდერის ჩატარება. აგრეთვე, ხელშეკრულების პირობების თანახმად ავტომობილების მოწოდება უნდა განხორციელდეს კიდევ 3-4 თვის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან!!!
ფაქტია, ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის მერე საჭირო ავტომობილების შეძენა კანონის ძალით „გააპრავა“ და უტენდეროდ შეისყიდა ავტომობილები, არც მეტი არც ნაკლები, მეორე მინისტრის კომპანიისგან. დიახ, შპს „იბერია ავტო“ ეკუთვნის სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს (70%-იანი წილი), რომლის წილსაც მართავს ავთანდილ ხეჩიკაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრი ყიდულობს სპორტის მინისტრის კერძო კომპანიისგან 1 700 000 ლარის ავტომობილებს ტენდერის გარეშე, „გაპრავებულს“ მთავრობის დადგენილებით, რომელიც მიღებულია 1 წლით ადრე, როგორც შეზღუდულ ვადებში შესასრულებელი სახელმწიფო ღონისძიება.
შემდეგი მაგალითი: ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლის 8 ოქტომბერს აფორმებს 2 ხელშეკრულებას შპს „მშენებელი-2004“-თან (205023277), თანხებით: 1 539 013 ლარი (დაბა ხარაგაულში 14-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა) და 2 586 546 ლარი (დაბა ლენტეხში 10-საწოლიანი საავადმყოფის მშენებლობა). ჯამში, ამ კომპანიასთან გაფორმდა 4 000 000 ლარზე მეტის ხელშეკრულება.
ეს ხელშეკრულებებიც გაფორმდა უტენდეროდ და „გაპრავდა“ იმავე სახელმწიფო შესყიდვების კანონის, მე-10 პრიმა მე-3 „დ“ ქვეპუნქტით. მთავრობის დადგენილება უტენდეროდ შესყიდვაზე მიღებულია 2015 წლის 29 იანვარს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 9 თვით ადრე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მშენებლობები, რა თქმა უნდა, არ დასრულდა ვადებში და ტენდერის ჩაუტარებლობით, სახელმწიფომ, მინიმუმ, 600 000 ლარი იზარალა. ვის ჯიბეში წავიდა ეს თანხები, ადვილი მისახვედრია.
ეს მშენებლობები უნდა დასრულდეს 2016 წლის აგვისტოში და მარტის მონაცემებით მხოლოდ 20%-ის სამუშაოებია შესრულებული. ანუ არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა ტენდერის ჩაუტარებლობისა და დამატებით არ გამოცხადებულა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ბაზრის კვლევაც. კითხვებს ბადებს, საიდან შეირჩა ეს კომპანია და სხვა რომელი კომპანიები მოიწვიეს?
ცალკე აღნიშვნის თემაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება LTD Global Alliance for Healthand Social Compact-თან თანხით _ 300 000 აშშ დოლარი. ეს ხელშეკრულება გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურებაზე და ამ კომპანიამ დიდი კორუფციის ეჭვები გამოიწვია ევროპელ ექსპერტებში. მაგალითად გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი კვლევის შემოკლებულ ვარიანტს ამ კომპანიის შესახებ და საქართველოსთვის იმიჯის შემლახველ განცხადებებს.
ეს ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 7 აპრილს.
22.04.2015 Author: Henry Kamens
Global Alliance for Health and Social Compact/Corruption “does Georgia”
Column: Economics
Region: Caucasus
Country: Georgia
One would think that good health is a public good, and therefore a functioning healthcare system should be accessible to all, at least in theory. This is the idea which lies behind healthcare systems in different European countries. But it appears that in an EU Association Agreement this principle can be sacrificed, behind closed doors, to give the new associate’s politicians the chance to do private deals with little accountability.
Georgian open news sources have said that the Georgian government has signed a long-term agreement with the international advisory group Global Alliance for Health and Social Compact (GAHSH) which will bring that country’s healthcare system into line with European standards, or so it is claimed.
Global Alliance?
European standards in general are supposed to promote democracy, transparency and good practice. A look at the company involved in this agreement might make one wonder if these standards will ever be adhered to.
Its website, consists of stock photos, rather than images of the company actually doing anything, meaningless headlines and equally meaningless accompanying narrative. It looks like a website made in a hurry because an application required one.
For example, if the company really has 300 staff, can’t it show us a photo of the place where they work? Or are all the staff field workers in Ukraine, working from their laptops in hotel rooms? All we know at this time is that they will be based in Kiev, Tbilisi and other locations, including Moldova.
One would expect a national government, even that of a small, developing nation, as Georgia, to employ a respected company, one with some sort of proven track record to undertake work on behalf of its populace. The Global Alliance has only existed for seven months, has never filed any accounts and seems to have had practically no clients during that time.
It is run by Christopher Davey, born 1991. What track record does a 23-year-old have? And why is the listed Company Secretary, who performs a vital compliance function, not an actual person but “Paifang Nominees Ltd”, a firm of accountants? How will this company ever be able to show compliance with European standards when the Company’s Secretary isn’t even human?
The Devil we don’t know
In a recent article Sergo Chikhladze, MD, PhD, a Georgian health expert, raises similar concerns. Chikhladze studied at the Russian Academy of Medical Sciences in Moscow and later in the US, where he focused on monitoring and evaluation issues in order to develop and implement comprehensive M & E plans and systems for health programmes in Georgia. He has also practiced in the country for many years in various roles, and might therefore be presumed to know rather more about Georgian healthcare than Global Alliance does.
The Global Alliance is very reminiscent of previous donor supported projects, such as the USAID funded CoReform Health Project a few years ago, which were not as they seemed. The agreement with Georgia was signed by Georgia’s Minister of Labour, Health and Social Affairs Davit Sergeenko and GAHSH coordinator Jean-Elie Malkin. Malkin was previously Senior Advisor to the UNAIDS Executive Director and the Director of the UNAIDS Regional Support Team for Eastern Europe and Central Asia, both of which were ‘front’ projects for illegal payments.
As a result of all this, investigative reporters are discussing how this company could possibly have won this contract. But they are not doing so in print, because in spite of all the promises the present Georgian government made when it was elected it would still be dangerous for locals to break the story, and more than jobs and future careers are at risk.
Social Compact/Corruption
As one Western-educated Public Health Official, originally from Tbilisi, recently wrote:
“I can only worry about my people. The question is who is behind this robbery? I’m so disappointed with our authorities in the Health Ministry. At the beginning of the new political changes they promised a slow, “step by step” process [transfer to a modern system] and what do we have now? The problem of our people is that they trust the “Golden West” without thoroughly checking the backgrounds of the contractors and without simultaneous consulting other companies. SUPERFICIALITY is the main sickness of my people [Georgians] and I am very upset to say so. Unfortunately they have superficial education, superficial understanding and a superficial approach to problem solving.”
Now a new company with unknown personnel, no documented track record, no accounts and no clients, has been suddenly selected to bring Georgia’s healthcare system into line with Western standards. Health Minister Sergeenko says he has been seeking an appropriate company to do this work for over a year. Global Alliance was only formed 7 months ago. Are we to believe that no reputable company, with a track record, accounts and clients, had been identified before Global Alliance was even founded? If not, is this not outrageous incompetence?
„გლობალური ალიანსი“ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებზე/კორუფცია
საქართველოს ღია საინფორმაციო საშუალებებით გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის „გლობალურ ალიანსთან“, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებზე (GAHSH), რომელიც ხელს შეუწყობს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან გაათანაბროს.
ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მისი მიზანია „უზრუნველყოს ხარისხიანი ჯანდაცვა ფასისა და ხელმისაწვდომობის მეშვეობით, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით“. ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იქნება „ჯანდაცვის ხარჯების შემცირება ევროპის სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად“.
სწორედ ეს არის ჯანდაცვის სისტემის რეალური გამოსავალი საქართველოში, სადაც ფასსა და მომარაგების შეთანხმებაზეა დამოკიდებული მომსახურება. მაგრამ ეს შეთანხმება არის თუ არა მართლაც მიმართული ამ პრობლემისკენ?
„გლობალური ალიანსი“?
ცოტა რამ ამ კომპანიის შესახებ: მის ვებგვერდზე განთავსებულია მცირე ოდენობა ფოტოებისა, მოიცავს უშინაარსო სათაურებსა და ტექსტებს, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კომპანია რეალურად არ საქმიანობს. შესამჩნევია, რომ ვებგვერდი ნაჩქარევად არის გაკეთებული.
მაგალითად, როდესაც კომპანიას ჰყავს 300-კაციანი პერსონალი, რატომ არ არის შესაძლებელი გვაჩვენოს ფოტოები ადგილიდან, სადაც ისინი მუშაობენ? თუ ყველა თანამშრომელს საველე პირობებში უხდება მუშაობა უკრაინაში, ან საკუთარი ლეპტოპით მუშაობენ სასტუმროს ნომრებიდან? ყველაფერი, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი, არის ის, რომ ისინი დაფუძნდებიან კიევში, თბილისსა და სხვა ადგილებში, მათ შორის, მოლდოვაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა, განვითარებადი ქვეყანაა, მოსალოდნელი იყო, რომ მისი მთავრობა დაიქირავებდა პრესტიჟულ კომპანიას, გარკვეული სამუშაო გამოცდილებით. „გლობალური ალიანსი“ კი მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში არსებობდა, შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნდა და როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკულად, კლიენტებიც არ ჰყავდა იმ დროისთვის. ვებსაიტი შექმნა ქრისტოფერ დევეიმ, რომელიც დაბადებულია 1991 წელს. რა გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს 23 წლის ადამიანს?! რატომ არ არის მითითებული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც სასიცოცხლო დაცვით ფუნქციას ასრულებს? ან ფაქტობრივი პირი, არამედ შპს „Paifang Nominees“ საბუღალტრო ფირმა? როგორ არის შესაძლებელი, ეს კომპანია ოდესმე მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, თუკი მას ადამიანიც კი არ მართავს? ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ეს ერთი კომპანიაა პასუხისმგებელი ყველა სამედიცინო პროგრამასა თუ მასთან დაკავშირებულ პროცესებზე. თუმცა ევროპის ფარგლებში მოიძებნება სხვა მრავალი, რეალური და გამოცდილი სამედიცინო მუშაკებით დაკომპლექტებული კომპანიები ჯანდაცვის სფეროში. კარგად არის ცნობილი წინამორბედი „ჯანდაცვის რეფორმატორების“ საქმიანობა, _ წლების მანძილზე, მას შემდეგ, რაც ითვისებდნენ შემოსავალს დიდი კონტრაქტებიდან კორუფციის გზით, ახლაც იგივეს აგრძელებენ უკრაინაშიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან უკრაინის მოქალაქეები და არც არჩეული ყოფილან ამ ქვეყანაში არჩევნების გზით. განაგრძობს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება (რომელიც კორუფციის აღმოსაფხვრელად ავირჩიეთ) ადამიანების სიცოცხლით თამაშს?!
„გლობალური ალიანსი“ ძალიან გვაგონებს წინა დონორ პროექტებს, როგორიც იყო USAID -ის მიერ დაფინანსებული CoReform Health პროექტი რამდენიმე წლის წინათ, რომელიც რეალურად არ იყო ისეთი, როგორიც ჩანდა. საქართველოსთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და GAHSH -ის კოორდინატორმა მალკინმა (Jean-Elie). მალკინი იყო UNAIDS -ის აღმასრულებელი დირექტორის უფროსი მრჩეველი და ასევე UNAIDS -ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში რეგიონული მხარდაჭერის გუნდის დირექტორი. ორივე კომპანია სკანდალში გაეხვია უკანონო გადასახადების გამო.
აღნიშნული ინფორმაციების შედეგად ჟურნალისტები განიხილავენ, თუ როგორ შეძლო კომპანიამ ხელშეკრულების მიღება, მაგრამ ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ, რადგან მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა დაპირებისა, ჯერ კიდევ საშიში იქნებოდა ინფორმაციის გაჟღერება.
შესაძლებელია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, კონტრაქტი გადაეცა მსგავსი არასანდო კომპანიისთვის? ვინ არ მოითბობდა ხელს „ტექნიკური სამუშაოების“ ფარგლებში ფულის გათეთრებით, როგორც ხშირად მომხდარა?
სოციალური საკითხები/კორუფცია
როგორც ერთ-ერთი დასავლური განათლების მქონე, წარმოშობით თბილისელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური წევრი, ცოტა ხნის წინათ წერდა: „ახლა კი ახალი კომპანიის უცნობი პერსონალი, არადოკუმენტირებული გამოცდილებით, რომელთაც არ გააჩნიათ ანგარიშები და არც კლიენტები ჰყავთ, შეარჩიეს მოულოდნელად, რათა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანონ დასავლურ სტანდარტებთან. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ის ეძებს შესაბამის კომპანიას, რათა წლების მანძილზე დაავალოს ამ საქმის კეთება. „გლობალური ალიანსი“ მხოლოდ 7 თვის წინათ ჩამოყალიბდა. გვჯერა კი იმ კომპანიის, რომელსაც არანაირი გამოცდილება, ანგარიშები და კლიენტები არ გააჩნდა და გამოვლინდა მანამ, სანამ „გლობალური ალიანსი“ დაარსდებოდა? ეს არაკომპეტენტურობა იწვევს თუ არა აღშფოთებას?“
მიუხედავად ასეთი გამოძახილებისა და ეჭვებისა ამ კომპანიასთან მიმართებით, დიახ, საპარტნიორო ფონდმაც კი გააფორმა მასთან ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე, 454 300 აშშ დოლარზე.
აგრეთვე უამრავი ხელშეკრულებაა (პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვადასხვა ტექნიკის) დადებული ტენდერების გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართულმა სახელმწიფომ, მთავრობის განკარგულებებითა თუ დადგენილებებით, იოლი გზა იპოვა, ხელშეკრულებები გააფორმოს მათთვის სასურველ კომპანიებთან და მათთვის სასურველ თანხებზე, უცხოურ კომპანიებთან, რომელთა რეპუტაციაზე, წარსულსა და გამოცდილებაზე საკმაოდ რთულია ინფორმაციების მოძიება, მით უმეტეს, ჩვენი სამართალდამცველების მიერ.
შემდეგი მაგალითი საკმაოდ ცუდ შთაბეჭდილებებს ტოვებს, თუ როგორ იხარჯება თანხები C ჰეპატიტისა და სკრინინგ პროგრამის ფარგლებში. როგორც ხდება ხოლმე, როდესაც რამე კარგი საქმე კეთდება, უეჭველია, საქართველომ ბევრს მიაღწია C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ აქაც ვხედავთ არაეფექტიან, არარაციონალურ ხარჯვას, რაც ეჭვებს ბადებს.
მაგალითად, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ აფორმებს ხელშეკრულებებს უტენდეროდ და ისევ მთავრობის განკარგულებებით და ისევ სახელმწიფო შესყიდვების კანონის იმავე მუხლით.
„უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის, „დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტზე, ათაშანგზე და აივ/შიდსზე“ პროგრამის ფარგლებში ისევ უტენდეროდ უფორმებენ ხელშეკრულებებს კერძო კომპანიებს, როდესაც მომსახურება არის არაერთჯერადი და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დღეს თბილისსა და, ზოგადად, საქართველოში უამრავი კლინიკა და აბმულატორიაა, ტენდერის ჩატარება კი თანხებს დაზოგავდა.
გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.
დამკვეთი: ს.ს.ი.პ. "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი"
კონტრაქტორი: შპს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი (204868107)
კონტრაქტის თანხა: 396`000 99`616 184`800 88`000 88`000 - ჯამი=855 000 ლარი
მომსახურების ტიპი: სისხლის ანალიზი
დამკვეთი: ს.ს.ი.პ. "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი"
კონტრაქტორი: შპს სისხლის ბანკი (205222285)
კონტრაქტის თანხა: 295`416 123`090 138`600 109`268 - ჯამი= 667 000
მომსახურების ტიპი: სისხლის ანალიზი
ჩვენ მომავალშიც მოგაწოდებთ ინფორმაციებს სახელმწიფო შესყიდვებით დადებულ ხელშეკრულებებზე. დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხელშეკრულებების მონიტორინგსა და თანხების რაციონალურ, ეკონომიურ და ეფექტიან ხარჯვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
გიორგი ბაჯელიძე
შესყიდვების მონიტორინგისა და
სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი
,,ქრონიკა+“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა:
ავტომანქანების შესყიდვა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 26 ნოემბერს მართლაც გააფორმა შპს „იბერია ავტოსთან“ ხელშეკრულება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლებისთვის, 20 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანის შესყიდვის თაობაზე, საერთო ღირებულებით _ 1 700 000 ლარი, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
სტატიაში მითითებულია, თითქოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველი: „საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 29 იანვრის #14 დადგენილებაა და რომ ის 10 თვის შემდეგ „გაპრავდა“ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვემუხლით“. ასევე სტატიის ავტორი ამბობს, რომ 10 თვის განმავლობაში შეიძლებოდა 5 ტენდერის ჩატარება.
სინამდვილეში, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის #14 დადგენილებაში ცვლილება 2015 წლის 19 ნოემბერს შევიდა, რომლითაც მაღალი გამავლობის ავტომობილების შესყიდვა განისაზღვრა. ანუ ხელშეკრულების დადებამდე 7 დღით (და არა 10 თვით) ადრე.
აღნიშნული თანხა ადმინისტრირებისა და სახელმწიფო შესყიდვებში მიღებული დანაზოგებით გამოთავისუფლდა 2015 წლის ბოლოს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს თანხა სრულად წლის ბოლომდე უნდა ათვისებულიყო. იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის ნოემბერში მკვეთრად იყო გაზრდილი ლარის კურსი დოლართან მიმართებით, სამინისტრომ მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა გაუმჯობესებული (T6 ტიპის) ავტომანქანის შეძენაზე. 20 მანქანის შეძენა 7120 დოლარით, ანუ 170 88 ლარით ნაკლებად მოხდა.
ლენტეხისა და ხარაგაულის საავადმყოფოები
რაც შეეხება დაბა ლენტეხსა და დაბა ხარაგაულში მრავალპროფილიანი საავადმყოფოების მშენებლობას: „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2015 წლის პროგრამაში“ აისახა როგორც გამარტივებული შესყიდვა არა 29 იანვარს, არამედ 2 სექტემბერს _ საქართველოს მთავრობის დადგენილება #453, მოახლოებული ზამთრის პერიოდისა და დაბა ხარაგაულსა და დაბა ლენტეხში მოქმედ კლინიკებში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩატარდა ბაზრის კვლევა. მოწვევა გაეგზავნა 5 კომპანიას. საუკეთესო პირობების შემოთავაზების გამო შერჩეულ იქნა კომპანია _ შპს „მშენებელი 2004“. ხელშეკრულებები გაფორმდა 8 ოქტომბერს, დადგენილების მიღებიდან ერთ თვეში და არა ცხრა თვეში, როგორც სტატიის ავტორი მიგვითითებს. მშენებლობა დაიწყო დროულად და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. დაბა ხარაგაულსა და დაბა ლენტეხში მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაურკვეველია, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით განსაზღვრა სტატიის ავტორმა ზარალი, 600 000 ლარი, რომელიც ვითომდა სახელმწიფოს აღნიშნული პროექტების განხორციელების დროს მიადგა?
„გლობალ ალიანსი“
„გლობალ ალიანსის“ შერჩევისას ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტების პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობითა და ჯანდაცვის რეორგანიზაციის მრავალწლიანი გამოცდილებით იხელმძღვანელა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალ ალიანსი“ ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას უწევს ახალი რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი პარტნიორი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციით მოვიწვიეთ. „გლობალ ალიანსი“ უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.
ჯგუფის ხელმძღვანელი _ დოქტორი ჟან ელი მალკინი:
ინფექციური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ექიმი სამკურნალო პრაქტიკის 25-წლიანი გამოცდილებით, ძირითადად, პასტერის ინსტიტუტის (პარიზი) სამედიცინო ცენტრში. ის უძღვებოდა მთელ რიგ საკონსულტაციო პროგრამებს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და აივ ინფექციასთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი. 2009 წლიდან მიწვეულ იქნა იმუნოდეფიციტისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამაში (UNAIDS) აღმასრულებელი დირექტორის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე, ხოლო 2011-14 წლებში იყო UNAIDS-ის რეგიონული დირექტორია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე _ ბერნარ კუშნერი:
ფრანგი პოლიტიკოსი და ექიმი, პრისტინას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ერთ-ერთი დამაარსებელი ორგანიზაციებისა: „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და „მსოფლიოს ექიმები“. საფრანგეთის ჯანდაცვის სამგზის მინისტრი. 2015 წლიდან კუშნერი არის უკრაინის მოდერნიზების სააგენტოს ლიდერი ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით.
გარდა ამისა, ალიანსი დაკომპლექტებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებით, სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორებითა და ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში მონაწილე პირებით, რომლებსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ანალოგიური მასშტაბის საკონსულტაციო პროექტების ღირებულება ევროპაში გაცილებით დიდია, თუმცა „გლობალ ალაინსმა“ საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმები წარმატებულად შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა, მის მაგალითზე შეექმნა რეფორმების ახალი პაკეტი, რომელსაც შემდგომში აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც გაიზიარებენ.
უსაფრთხო სისხლი
უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.
2011 წლიდან პროგრამის დიზაინი ითვალისწინებს სისხლის ბანკების ნებაყოფლობით ჩართულობას პროგრამაში (ერთვება ყველა, ვისაც სურს), ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია თითოეულ დონაციაზე დამატებითი ანაზღაურების მიცემა (22 ლარი). სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა გარკვეულ მოტივაციას წარმოადგენს სისხლის ბანკებისთვის და, ამავდროულად, პროგრამით დაწესებულია კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სისხლის ბანკებმა და ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთ წინაპირობას.
გაწერილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველა სისხლის ბანკს აქვს შესაძლებლობა, განაცხადის შევსებისთანავე გახდეს პროგრამის მიმწოდებელი. დღეის მდგომარეობით საქართველოში საწარმოო ტრანსფუზიოლოგიაში ლიცენზირებულია და ბაზარზე ოპერირებს 18 დაწესებულება და პროგრამის მიმწოდებელია 12.
დანარჩენი 6 დაწესებულებიდან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს.