QronikaPlus
„დიდი 14“ _ ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები, მათი წლიური ბრუნვები და ღარიბაშვილის „ცოდნისა“!

„დიდი 14“ _ ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები, მათი წლიური ბრუნვები და ღარიბაშვილის „ცოდნისა“!

2016-06-12 08:18:37

ნებისმიერმა პირმა, ან კომპანიამ, რომელიც კომერციულ საქმიანობას ეწევა, აუცილებლად უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა, რათა საგადასახადო ორგანოებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. ამავე დროს, პერიოდულად საჭიროა თავად ამ ბუღალტრული ანგარიშების შემოწმება, რათა უზუსტობები არ გაიპაროს და ამან არ გამოიწვიოს არასასურველი ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა. ამას ახორციელებს აუდიტი, რომელიც ამოწმებს ფინანსურ ანგარიშებს, საგადასახადო ორგანოებისთვის წარდგენილი დეკლარაციების სიზუსტეს და კომპანიას შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის შეცდომების გამოსასწორებლად. აი, მოკლედ და ლაკონიურად იმის შესახებ, თუ რას ემსახურება აუდიტის სამსახური. საქართველოს კანონმდებლობის 360-ე დადგენილებით, მთავრობა ირჩევს რამდენიმე კერძო აუდიტორულ კომპანიას, რომელთანაც ე. წ. მემორანდუმს აფორმებს და ბიუჯეტის სრული დაფინანსებით მათ ამა თუ იმ ორგანიზაციის, ანდა უწყების აუდიტორულ შემოწმებას ავალებს. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილმა ამ ნუსხაში შეიყვანა ჯერ ხუთი, შემდეგ კი ათზე მეტი აუდიტორული კომპანია. ხსენებული სია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგაც არ შეცვლილა. არც არის გასაკვირი _ ყველა აუდიტორული კომპანია საერთაშორისო სტატუსის მქონე გახლავთ, სათავო ოფისებით უცხოეთში და საქართველოში მოქმედი წარმომადგენლობებით. აი, ამ კომპანიების ჩამონათვალი: 1. ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; 2. PricewaterhouseCoopers  (ფრაისვოთერჰაუსკუპერსი); 3.  Deloitte (დელოიტი); 4. KPMG (ქეი-ფი-ემ-ჯი); 5.  Ernst & Young (ერნსტ ენდ იანგი); 6. Grant Thornton (გრანტ ტორნტონი); 7. BDO (ბიდიო); 8. Baker Tilly (ბეიკერ ტილი); 9. Smith & Williamson (სმით ენდ უილიამსონ); 10. PKF (პი-ქეი-ეფი); 11. RSM -ის წევრი (შპს „კაპტო ჯგუფი“); 12. MGI (შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“). თითოეული ამ კომპანიის წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიონი ლარია. ვერც ერთი უცხოელი და ვერც ერთი ინვესტორი ლარს ვერ ჩადებს საქართველოში, თუ მათ არ მიმართა. „დიდი 14“ _ ასე უწოდებენ მათ მთავრობაში ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები. სამი პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით რატიფიცირებული  ტოტალური ფინანსური კონტროლი, რომელიც ზემოდან იმართება და რომელიც 2004 წლიდან არ შეცვლილა. ფავორიტ კომპანიათა ნუსხა იგივეა, რაც სააკაშვილის დროს იყო! ივანიშვილმა მხოლოდ ერთი დაამატა. ღარიბაშვილმაც _ თავისი! აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია და იმდენად, რამდენადაც რთულ სეგმენტს ეხება, ვეცდებით, მაქსიმალურად კონკრეტულები ვიყოთ. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის  შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით ხსენებულ ჩამონათვალს მხოლოდ ერთი კომპანია, ასევე საერთაშორისო სტატუსის მქონე ჰოლდინგი „ფინანსური მართვის ჯგუფი“ (FMG) ემატება. კომპანია მსოფლიოს ხუთეულში შედის და მისი ამ სიაში მოხვედრა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა. ასე და ამრიგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც უფლება ენიჭება, სახელმწიფო ქონება შეამოწმოს და შეაფასოს, 12-დან 13 გახდა. რატომ 13 და არა 20, ანდა 5 კომპანია?! ვინ ადგენს რაოდენობას და კრიტერიუმებს? მაგალითად, საქართველოში დღეს მოქმედებს 30-ზე მეტი საერთაშორისო სახელის მქონე აუდიტორული კომპანია და არც ერთმა მათგანმა არ იცის, რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში. არადა, განცხადება ნახევარზე მეტს შეტანილი ჰქონდა. საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებით ანიჭებს სახელმწიფო ამა თუ იმ კომპანიას სახელმწიფო ქონების შემოწმების უფლებას. ასეთი კრიტერიუმები, უბრალოდ, არ არსებობს. როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატი აცხადებს, ზემოხსენებული 13 კომპანია იმ პარამეტრებით შეირჩა, რომ ყველა მათგანი მსოფლიოს მსხვილ და ცნობილ კომპანიებს უწევს აუდიტორულ მომსახურებას. მაგალითად, KPMG (ქეი-ფი-ემ-ჯი) აუდიტორულ მომსახურებას უწევს „ფიფას“; Grant Thornton  (გრანტ ტორნტონი) აშშ-ს ბანკებს; Deloitte  (დელოიტი) კორპორაცია IBM-ს (აი-ბი-ემ) და ა. შ. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მოტივაცია ეს არის. რატომღაც, არავინ ჩაღრმავებია იმ ფაქტს, თუ როგორ უწევენ მომსახურებას. „ქრონიკა+“ თითოეულ მათგანზე დადებს ამ ფაქტებს, მანამდე კი პირველი სამი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალში შეიყვანა. სკანდალი #1 _ ბრიტანეთის მთავრობა Deloitte 22-მილიონიანი მაქინაციის წინააღმდეგ შეგახსენებთ, რომ კომპანია Deloitte მსოფლიოს უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების ოთხეულში შედის. კომპანია Deloitte 14 მილიონი ფუნტით დააჯარიმეს MG Rover გარიგებისთვის. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, კომპანია Deloitte -მა უკვე მერამდენედ აჩვენა თავისი სახე. 14 მლნ ფუნტის (22 მილიონი დოლარი) გადახდა მას შემდეგ დააკისრეს, რაც მან ვერ შეძლო კონფლიქტური ინტერესების დარეგულირება ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში MG Rover Group-ში. მთავარი კი გახლავთ: 2000 წელს წაგებაზე გადასული კომპანია MG Rover 10 ფუნტად იყიდა საგანგებოდ შექმნილმა ფონდმა Pჰოენიხ Fოურ-მა. Deloitte -ის მაშინდელი პარტნიორი, მაგშუდ ეინოლახი, 250 000 დოლარით დააჯარიმეს და აუდიტორულ საქმიანობას 3 წლით ჩამოაშორეს. Deloitte -ის აუდიტორული კომპანიის წინააღმდეგ 13 სარჩელი იქნა წარმოდგენილი და სასამართლომ 13-ვე დააკმაყოფილა. თავის მხრივ, Deloitte არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ 2000 წელს კომპანიის მუშაობა არავის გაუპროტესტებია და იგი მაქინაციურ გარიგებაში არ დაუდანაშაულებიათ. აქვე დავძენთ, რომ 2005 წელს MG Rover უკანასკნელი ბრიტანული კომპანია იყო, რომელიც სერიულ ავტომობილებს უშვებდა და რომელიც იმის გამო გაკოტრდა, რომ 2,5 მილიარდი დოლარის კრედიტორული დავალიანება ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელიც Deloitte -ის პროფესიულ საქმიანობასა და მოღვაწეობას ეხება. 2003 წელს ჰოლანდიურმა კომპანია Royal Ahold-მა, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა რიტეილერმა (საბითუმო ვაჭრობა), განაცხადა, რომ აუდიტორულმა კომპანიამ მას შემოსავლის მოგების ჩვენება ნახევარი მილიარდით აუწია. სწორედ ამის შემდეგ კომპანიის პრეზიდენტი და ფინანსური დირექტორი იძულებული იყვნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ. მსოფლიოს საქმიან წრეებში ინფორმაცია გავრცელდა, თუ რა ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობდა Ahold-ის აუდიტორი Deloitte. მანამდე კი Deloitte აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაბელური  ტელევიზიის ოპერატორთან, Adelphia Communications-თან „გამობრწყინდა“. უფრო ადრე კი, 1996 წელს, Deloitte -მა თავი „გამოიჩინა“ არგენტინაში. იქ საკმაოდ მსხვილ სკანდალში გაეხვია, როდესაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქვეყნის ნაციონალურ ბანკსა და IBM კორპორაციას შორის. ხსენებული კონტრაქტი ქვეყანაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების  კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, IBM-მა კონტრაქტის რეალური ღირებულება, მინიმუმ, 100 მილიონი დოლარით გაზარდა. იმდენად, რამდენადაც გარიგებაში Deloitte მონაწილეობდა, აუდიტორები დაადანაშაულეს. სკანდალი #2 _ KPMG-ს გამო „ფიფას“ კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია „ფიფას“ კორუფციულმა სკანდალმა ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირი მოიცვა. „ფიფას“ აუდიტორულ მომსახურებას სწორედ KPMG უწევს. კომპანია KPMG შვეიცარიაშია დარეგსტრირებული და იგი პასუხისმგებელია „ფიფას“ მრავალმილიარდიან ბალანსზე. ასევე უტარებს აუდიტს მსოფლიოს საფეხბურთო ასოციაციებს, რომლებიც ყოველწლიურ ფინანსირებას „ფიფასგან“ იღებენ. ასევე KPMG აჯამებს ყველა ფინანსურ ანგარიშებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატების შემდეგ. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კორუფციასთან ბრძოლის მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, რობერტ აპლეტონი აცხადებს, KPMG-ს უნდა აღმოეჩინა და შეეტყობინებინა უკანონო ქმედებების შესახებ. „იქ ხომ საკმაოდ საეჭვო გადახდები ფიქსირდებოდა. ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების ფულადი გადმორიცხვები. დღეს ამის გამო ორგანიზაციის სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან არის იდენტიფიცირებული“, _ ასეთია აპლეტონის განცხადება. საბოლოო ჯამში, KPMG-მა არ დააფიქსირა ე. წ. კორუფციული გარიგებები. ცნობისთვის: მხოლოდ 2014 წელს „ფიფას“ მოგებამ 4,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. სკანდალი #3 _ აშშ-ს საგადასახადო სამმართველო და იუსტიციის სამინისტო Grant Thornton წინააღმდეგ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SECსასამართლოს მიმართა და Grant Thornton პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. კომპანიას ბრალად ედებოდა ფასიან ქაღალდებთან მიმართებით  კანონის დარღვევა, რის გამოც Grant Thornton -ისთვის ლიცენზიის გარკვეული ვადით ჩამორთმევის საკითხი დადგა. ეს კი აუდიტორული კომპანიისთვის სრულ კრახს ნიშნავდა. SEC -მა სასამართლო პროცესი წარმართა Grant Thornton -სა და მისი პარტნიორის, Doeren Mayhew -ს წინააღმდეგ. Grant Thornton -ს ბრალი ედებოდა იპოთეკური ბანკის _ MCA Financial -ითვის ხელშეწყობაში, რომელმაც ფასიან ქაღალდებთან მიმართებით კანონი დაარღვია. MCA -ს ხუთმა ტოპმენეჯერმა, თავის დროზე, ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა აღიარა. როგორც SEC ამტკიცებდა, კომპანის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად დაფარული თაღლითური სქემა შეიმუშავა. ამის შემდეგ Grant Thornton -ის იტალიური წარმომადგენლობის ორი ხელმძღვანელი დააპატიმრეს. ისინი მეორე არანაკლებ ცნობილი  ოფშორული კომპანია Parmalat -ის მეურვედ გამოდიოდნენ. დღეს Grant Thornton -ს აშშ-ი პრობლემები არ აკლია. კომპანია აგრძელებს ბრძოლას აშშ-ს საგადასახადო სამმართველოსთან და იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ მხოლოდ სამი კომპანია მოვიყვანეთ იმ 13-დან, მაგრამ „ქრონიკა+“ დანარჩენ ათზეც დადებს ფაქტებს, უფრო ზუსტად, დანარჩენ 11-ზე. სწორედ მე-11 კომპანიაზე უნდა შევჩერდეთ ყურადღებით, ვინაიდან იგი უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა შეიყვანა და არანაირი საერთაშორისო სტატუსი მას არ გააჩნია. მაშასადამე, 2014 წელს ექსპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 13 საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას კიდევ ერთი დაემატა. ეს გახლდათ სუფთა ქართული კომპანია _ შპს „ცოდნისა“. რის მიხედვით აირჩია ღარიბაშვილმა „ცოდნისა“, ამაზე პასუხი არ არსებობს. როდესაც იგი 360-ე დადგენილებას აწერდა ხელს, არსად განუმარტავს, თუ რა პარამეტრით, ანდა რომელი კრიტერიუმებით შეარჩიეს იგი 114 ანალოგიურ, ქართულ აუდიტორულ კომპანიებს შორის. ეს კითხვა შპს „ცოდნისას“ მისამართით ისმის! მერე რა, რომ წინა 13 კომპანიის შემთხვევაში ეს კითხვა მხოლოდ იმ მიზეზით არ დასმულა, რომ არც ერთი მათგანი ქართული არ არის და მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენს? თუმცა საერთაშორისო სტატუსი ამ კომპანიებს იმისგან ვერ დაიცავს, რასაც მათ შესახებ „ქრონიკა+“ დადებს. არა მარტო შპს „ცოდნისა“, არამედ ამ ჩამონათვალში შემავალ საერთაშორისო ბრენდებს ჩვენთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ, რასაც დოკუმენტების სახით ქვემოთ დავდებთ  . მანამდე კი უცნობი 360-ე დადგენილება და სამი პრემიერ-მინისტრის (ვ. მერაბიშვილი, ბ. ივანიშვილი და ი. ღარიბაშვილი) ხელმოწერები. „ქრონიკა+“ პირველად აქვეყნებს, თუ ვინ დგას თითოეული ჩამოთვლილი კომპანიის უკან?! რომელ ფინანსურ ჯგუფს უწევენ ისინი კონსულტაციებს და რომელი პარლამენტარები ლობირებენ მათ?! რა შერწყმა მოხდა საერთაშორისო კომპანიებსა და ადგილობრივ, ანუ ქართულ კერძო კომპანიებს შორის. მაგრამ მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში იმ ომის დეტალები უნდა გავახმაუროთ, რომელიც ქართულ აუდიტორულ ბაზარზეა გაჩაღებული და რომელშიც უშუალოდ სახელმწიფოა ჩართული. დეტალები იმ მარტივი მიზეზით არ ხმაურდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს არავის აწყობს. ყველაფერი კი 2014 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც კონკურენციის სააგენტომ მთავრობას განცხადებით მიმართა და მოსთხოვა განემარტა, 14 აუდიტორულ კომპანიას რა კრიტერიუმებით მიანიჭა სახელმწიფო ქონების შეფასების ექსკლუზიური უფლება? მარტივად რომ ვთქვათ, ქართულ ბაზარზე არსებობს 100-მდე ქართული კომპანია და 40-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე წარმომადგენლობა. ირჩევა მხოლოდ 14 და არსად არ არის განმარტებული, _ რა კრიტერიუმებით? სწორედ ამ კრიტერიუმების განმარტება მოითხოვა საერთაშორისო აუდიტორული ასოციაცია „morison international ექსკლუზიურმა წევრმა, კომპანია შპს „აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგმა“.  მან რამდენჯერმე მიმართა მთავრობას ნუსხაში შეყვანის განცხადებით, მაგრამ უარი ეთქვა. ამის შემდეგ კომპანიამ სასამართლოს მიმართა. ყურადღება მიაქცეთ: მთავრობას უჩივის საერთაშორისო კომპანიას და ბრალს სდებს შემდეგში: (ციტირება სარჩელიდან) „1. სახეზეა აუდიტორულ, საშემფასებლო და საკონსულტაციო ბაზარზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები; 2. ირღვევა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ყველა პრინციპი განსაზღვრული საქართველოს კანონით კონკურენციის შესახებ და იზღუდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარება“. იკითხავთ, ალბათ, რატომ სურთ კომპანიებს ამ „სამთავრობო“ სიაში მოხვედრა და რა უპირატესობას ანიჭებს ეს მათ? მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ყველა უცხოელი ინვესტორი, რომელიც ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე, რომ ქარხანას ააშენებს, მთავრობა პირობად უდებს, რომ როცა საქმიანობას დაასრულებს, აუდიტორული დასკვნა უნდა წარადგინოს. პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო ინვესტორს განუმარტავს, რომ მას აქვს 14 კომპანიის სია და აუდიტორული დასკვნა ერთ-ერთი მათგანისგან უნდა აიღოს. ანუ ინვესტორს არ ეძლევა თავისუფალი არჩევანის საშუალება. თავის მხრივ, სხვა აუდიტორული კომპანიებიც არაკონკურენტულ გარემოში დგებიან. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, „აუდიტი“ და ბიზნეს კონსალტინგი“ არ არის ერთადერთი აუდიტორული კომპანია, რომელსაც სიაში ჩასმაზე უარი უთხრეს. იმავე პრობლემის წინაშე დგას American Appraisal და „ NIGOLLET auditic”| მაშ, ასე! „ქრონიკა+“-ის მიერ წარმოდგენილი სიის თავში დგას მსოფლიოს დიდ ოთხეულში შესული  აუდიტორული კომპანია _ „ფრაისვოერჰაუსკუპერი“. კომპანიის წლიური ბრუნვა საქართველოში, ბოლო მონაცემებით, 10 მილიონი ლარია. „ქრონიკის+“-ის შემდეგ ნომერში წარმოგიდგენთ დიდ ოთხეულში შესული კომპანიების ახალ ფინანსურ სკანდალებს. რა პარამეტრებით აირჩია ისინი საქართველოს მთავრობამ? ვინ არის  შპს „ცოდნისის“ დამფუძნებელი და რის გამო მოიპოვა მან ექსპრემიერ ღარიბაშვილის ნდობა? 1. შპს „იუაი საქართველო“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 10,306,455. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 5,865,093. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 1,607,961. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 1,615,053. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 414, 932. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 194,596. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 162,574. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 446,245. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 9,860,211. 2. ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში 1. მთლიანი შემოსავალი _ 9,287,495. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 6,065,297. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 961,173. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 1,419,344. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 231,544. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 343,545. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 260,456. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 6,136. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 9,281,359. 3. შპს „დელოიტი და ტუში“, საქართველო 1. მთლიანი შემოსავალი _ 6,031,694. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3,239,595. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 1,405,467. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 648,731. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 124,000. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 606,036. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურეობიდან _ 7,865. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 6,023,829. 4 შპს „ბიდიო“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 5,393,417. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 1,293,961. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 638,210. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 1,277,581. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 465,140. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 1,626,017. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 92,508. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 5,300,909. 5. შპს KPMG Georgia 1. მთლიანი შემოსავალი _ 5,280,865. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 2,773,444. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 891,845. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 650,073. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 4,823. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 71,593. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 541,224. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 347,872. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 4,932,993. 6. შპს „ფინანსური მართვის ჯგუფი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 3,126,534. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 1,350,432. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 855,569. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურეობიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 454,211. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 431,958. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 34,364. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 3,092,170. 7. შპს „გრანთ თორნთონ“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 1,744,727. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 449,366. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 487,047. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 266,539. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 12,746. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 411,852. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 117,176. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურეობიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 1,744,727. 8. შპს „არესემ კაპტო“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 1,407,870. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 321,444. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 284,758. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 174,553. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 52,606. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 438,572. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 135,938. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურეობიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 1,407,870. 9. შპს „ჯ.ბ. აუდიტი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 1,145,099. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 11,298. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 896,601. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურეობიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 189,224. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8,076. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 39,899. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 1,105,119. 10. შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 1,120,346. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 712,000. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 51,522. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 70,092. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 51,621. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 218,279. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 16,832. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 1,103,514. 11. შპს „ალექსანდრე“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 1,052,542. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 17,300. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 15,200. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 582,539. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 437,503. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურეობიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 1,052,542. 12. შპს „ეფემჯი კონსულტანტი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 813,197. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 772,625. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 36,552. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 4,020. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 809,177. 13. შპს „ბაკაშვილი და კომპანია“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 805,919. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 163,593. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 475,489. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 10,000. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 154,237. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 2,600. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 805,919. 14. შპს „ფი-ქეი-ეფ ჯორჯია“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 303,165. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 190,998. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 39,520. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 1,655. 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 29,591. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 41,401. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 303,165. 15. შპს „კკ-ჯგუფი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 295,000. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 78,000. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 212,000. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 5,000. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 295,000. 16. შპს „ქართული აუდიტორული კომპანია“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 260,118. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 202,118. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 52,000. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 6,000. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 295,000. 17. შპს „პრესტიჟ აუდიტი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 238,113. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 178,805. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 5,450. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 53,858. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 184,225. 18. შპს „კონსაუდი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 218,983. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 20,461. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 23,410. 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 86,924. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 20,300. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 424. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 67,464. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 151,519. 19. შპს „აუდიტ ცენტრი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 215,542. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 107,090. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 73,315. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 35,137. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 215,542. 20. შპს „ქართული აუდიტი“ 1. მთლიანი შემოსავალი _ 164,803. 2. შემოსავალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და სხვა მარწმუნებელი მომსახურებიდან _ 24,466. 3. შემოსავალი საკონსულტაციო მომსახურებიდან _ 4. შემოსავალი საგადასახადო აუდიტიდან და მომსახურებიდან _ 73,753. 5. შემოსავალი იურიდიული მომსახურებიდან _ 6. შემოსავალი საბუღალტრო მომსახურებიდან _ 39,659. 7. შემოსავალი სხვა პროფესიული მომსახურებიდან _ 14,593. 8. შემოსავალი არაპროფესიული მომსახურებიდან _ 12,332. 9. მთლიანი შემოსავალი პროფესიული მომსახურებიდან _ 152,471. გაგრძელება შემდეგ ნომერში თამარ როსტიაშვილი

გაზიარება