QronikaPlus
აფხაზეთის ხელისუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ დამოუკიდებლობას აცხადებს!

აფხაზეთის ხელისუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ დამოუკიდებლობას აცხადებს!

2016-05-13 10:00:42

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო ცვლილებას ახორციელებს, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ხელისუფლებაზე და, შესაბამისად, აფხაზეთზე, მთლიანად უქმდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. „აფხაზთა კრება“ ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვა სახის საპროტესტო ღონისძიების მოწყობას აპირებს, მანამდე კი ამ ამბავს საზოგადოება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა პირველად „ქრონიკა+“-ის მეშვეობით შეიტყობს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი, მალხაზ პატარაია: _ ცვლილებები აფხაზეთის კონსტიტუციაში მომზადდა, ჯერ კიდევ, გასული წლის თებერვალ-მარტში და პროექტი გამოაქვეყნეს „საკანონმდებლო მაცნეში“, მაგრამ ამას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ამიტომ უკან დაიხიეს და კანონპროექტი გაიტანეს. პრაქტიკულად, იგივე კანონპროექტი, გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებებით, მაგრამ არსობრივად იდენტური, თავიანთ საიტზე ისევ გამოაქვეყნეს, ისევ დაარეგისტრირეს „საკანონმდებლო მაცნეში“ და ახლა ჩუმად და ქურდულად ახორციელებენ საკანონმდებლო ცვლილებას. თავიანთი წარმომადგენლობების წევრებთან ერთად აწარმოებენ ვითომ საერთო-სახალხო განხილვას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ უსწრებს. _ კონკრეტულად, რა ცვლილებაზეა საუბარი? _ ჩემს წინა ინტერვიუში გითხარით, რომ რუსეთს საქართველოში აფხაზეთის ორი ხელისუფლება ჰყავს-მეთქი, _ ერთი სოხუმში და მეორე თბილისში. დღეს ესენი იურიდიულად, პირდაპირი ანალოგი ხდებიან სოხუმის სეპარატისტული მარიონეტული ხელისუფლებისა, ანუ ამ შუაგულ თბილისში აცხადებენ, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობას. რაში მდგომარეობს ეს _ მთლიანად აუქმებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციას აფხაზეთის ხელისუფლებაზე და, შესაბამისად, აფხაზეთზე. მთავარი საჯილდაო ქვა, რაც მათ ძალიან აწუხებთ, ეს არის ის, რომ არც წინა და არც ახლანდელმა პრეზიდენტმა თანხმობა არ მისცა ვახტანგ ყოლბაიას, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ყოფილიყო. აფხაზეთის კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტი თანხმობას აძლევს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნაზე და არც ერთმა პრეზიდენტმა არ მისცა თანხმობა ყოლბაიას კანდიდატურას. სამარცხვინო, კომიკური სიტუაცია გვაქვს, როდესაც ეს ადამიანი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას 3 წლის განმავლობაში ასრულებს. ახლა ესენი პრეზიდენტის უფლებამოსილებას აუქმებენ და კანდიდატურა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. აფხაზეთის კონსტიტუციაში კიდევ ერთი ჩანაწერია, რომ აფხაზეთის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. ამასაც აუქმებენ, ანუ ანგარიშვალდებულება ცენტრალური ხელისუფლების წინაშე აღარ ექნებათ. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რომელიც კონსტიტუციაში უწერიათ, ამასაც აუქმებენ. წინა რედაქციაში წერია, რომ ესენი აფხაზეთის კანონებს გამოსცემენ, ახლა უწერიათ: ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას, _ ამასაც აუქმებენ. შედარებისთვის: აჭარის კონსტიტუციაში არის ასეთი ჩანაწერები, რომ პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან და საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეთანხმებით წარადგენს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს. წარუდგენს აჭარის უმაღლეს საბჭოს და თუ კანდიდატი დაუწუნეს, მთელი პროცედურაა გაწერილი, როგორ შეიძლება დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო და საერთოდ, პრეზიდენტს შეუძლია შემოიღოს საპრეზიდენტო მმართველობაც კი გარკვეულ შემთხვევებში. უფრო რბილია ამ თვალსაზრისით აფხაზეთის კონსტიტუცია იმიტომ, რომ ესენი საერთოდ არანაირ საკანონმდებლო საქმიანობას არ ეწევიან, თორემ, თავის დროზე, ამდენი ხნის განმავლობაში, საკუთარი კონსტიტუციაცა და კანონმდებლობაც ამათი ინიციატივით უნდა მოყვანილიყო აჭარის სტატუსთან შესაბამისობაში, რადგან ერთიც ავტონომიაა და _ მეორეც. დარჩა ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი ითანხმებს მთავრობის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან და პრეზიდენტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აფხაზეთის კანონებზე. ამას მთლიანად სპობენ. _ უფლება აქვთ, რომ ეს ცვლილებები პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე განახორციელონ? _ აქვთ, მაგრამ ისედაც ამის შესახებ არც მთავრობამ იცის და არც პრეზიდენტმა. თქვენი გაზეთის მეშვეობით გაიგებენ! იცით, რით ასაბუთებენ? ჩვენ პრეზიდენტმა არ დაგვინიშნა მთავრობის თავმჯდომარე, ამდენი ხანია თანხმობა არ მოგვცა. მერე ყოფილ და ახლანდელ პრემიერ-მინისტრებს მივწერეთ, იმათაც არ მოგვცეს თანხმობა, ამიტომ, ახლა ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო. _ „საკანონმდებლო მაცნეში“ ხომ გამოაქვეყნეს, პრეზიდენტისა და მთავრობის შესაბამის სამსახურებს შეეძლოთ ყურადღება მიექციათ... _ ძალიან ცუდია, რომ ყურადღება არ მიაქციეს. როგორც აღვნიშნე, ისინი ამას ძალიან ჩუმად აკეთებენ, დაიგულეს წინასადღესასწაულო დღეები და ამ თვის 13 რიცხვში, მათი ჭკუით, ვითომ განხილვას ამთავრებენ. მეზოზოური ხანის პრეზიდიუმი არსებობს, კომუნისტების ხანიდან გადმოჰყვა, რომელსაც შეუძლია მთელი უმაღლესი საბჭო ჩაანაცვლოს სესიებს შორის პერიოდში და ა. შ. პრეზიდიუმი წარუდგენს უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად, მაგრამ მანამდე ასეთი ჩანაწერი შარშანდელი პროექტიდან გააკეთეს, რომ კონსულტაციას გაივლიან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობასთან. საქართველოს პარლამენტი რუდიკ ცატავას და გივი ლომინაძის საკონსულტაციო ორგანო გახადეს, რომელიც მათ არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს! ასე შეიძლება ჩაწერო, კონსულტაციას გავივლი ბრიტანეთის დედოფალთან და ვენეციის კომისიასთანო... კონსულტაცია ხომ არაფერს გავალდებულებს, შეიძლება გაიარო, მაგრამ აზრი არ გაითვალისიწინო. ნახეთ, რა უწერიათ განმარტებით ბარათში: ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა უმაღლეს საბჭოს შეიძინოს გაცილებით უფრო მაღალი დონისა და ხარისხის პოლიტიკური და სამართლებრივი დამოუკიდებლობაო, სიტყვა-სიტყვით გიკითხავთ განმარტებითი ბარათიდან. პოლიტიკური დამოუკიდებლობის ცნება და სამართლებრივი დამოუკიდებლობა საერთოდ იციან, რა არის?! კიდევ ერთი მათი ინტერესის საგანი _ გარდამავალ დებულებებში ჩაწერეს, რომ აფხაზეთში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე, ჩვენ უნდა ვიყოთ დეპუტატებიო. _ ეს რას ნიშნავს, სანამ აფხაზეთი არ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, სულ ერთი და იგივე დეპუტატები უნდა იყვნენ? _ დიახ! სულ ეს ბანდიტები უნდა იყვნენ დეპუტატები! სულ მათი შვილები უნდა ისხდნენ თანამდებობებზე, სულ მათ უნდა ხრან 14-მილიონიანი ბიუჯეტი. უკვდავების წამალი აქვთ, ალბათ, სადღაც... იცით, რა გვითხრეს? მოვკვდებით და მერე კიდევ უნდა ვიყოთ დეპუტატებიო... ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი ნებისმიერ ქვეყანაში ამას გეტყვით, ტოტალიტარულშიც კი, რომ კანონმდებელს უფლება აქვს, მიიღოს კანონები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას აქვს ხალხის მანდატი. ხალხის მანდატი ვლინდება პერიოდულ არჩევნებში. 25 წლის წინანდელ არჩეულ დეპუტაციას, რომელსაც კიდევ მიუერთეს რამდენიმე კაცი საქართველოს პარლამენტიდან, ვისი მანდატით იღებენ კანონს?! არსებობს გონივრული პერიოდულობის პრინციპი, რომელიც საქართველოში არ სცდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებს. 25 წლის წინათ არჩეული ხელისუფლების ორგანო, რომლის ყველაზე უფრო ახალგაზრდა ამომრჩეველი დღეს 43 წლისაა, რა მანდატით, ვისი სახელით ეწევა საკანონმდებლო საქმიანობას?! ვისი სახელით იღებს კანონებს?! შემადგენლობის თვალსაზრისით, ისინი ლეგიტიმურები არ არიან და არ აქვთ კანონების მიღების უფლება! დარღვეულია ლეგიტიმურობის, ანუ წარმომადგენლობითობის უმთავრესი პრინციპი. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ასე წერია კონსტიტუციაში და ამ ძალაუფლებას ის ახორციელებს პერიოდული არჩევნების გზით. სხვათა შორის, იგივე წერია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშიც. ამ თვალსაზრისით, ამათ ვადა დიდი ხანია, გასული აქვთ. ამიტომ ახლა საზოგადოების ძალისხმევაა საჭირო, რომ ესენი შევაჩეროთ. საზოგადოების ეშინიათ, ამიტომ უნდათ, ჩუმად გააპარონ, ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს და მთავრობას მათთვის არ სცალია, ზოგს ხე აინტერესებს, ზოგს ბოტანიკური ბაღი, არჩევნები მოდის... ეს სეპარატიზმიც აღარ არის, ეს უკვე სეცესიაა, გამოყოფაა... ამათ შეუძლიათ საკუთარი სტრუქტურების ფორმირება, უწერიათ, სტრუქტურებს ჩვენ ვქმნით, ოღონდ ბიუჯეტის ფული მოგვცეს ცენტრალურმა ხელისუფლებამო. აქედან გამომდინარე, შეიძლება თეორიულად დაადგინონ, შემოვღობოთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დავაყენოთ ჯარი, ჩვენი პოლიცია და, ფაქტობრივად, ამ კონსტიტუციით შუა თბილისში შეიძლება შეიქმნას ვატიკანის მაგვარი ჯუჯა სახელმწიფო. _ რას აპირებთ? _ არ დავუშვებთ, ყველა ზომას მივმართავთ, რომ ეს უმსგავსობა აღვკვეთოთ. ხვალ ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას აწყობენ, იქ მივდივართ. აფზახეთის ხელისუფლებას ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებს. ნახეთ ეს დოკუმენტი, ჩვენს საგინებლად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ ბიუჯეტის თანხა გადაუხადეს 625 ლარი. „ქრონიკა+“-თან რასაც ვლაპარაკობთ, შემდეგ იქ გვცემენ პასუხს. _ ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას მათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ... _ ოფიციალურად „რუსთავი 2“ აქვთ მითითებული, მაგრამ „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი რომ გააკეთა, თქვენთან გამოქვეყნებული მასალები აიღო. სინამდვილეში, ეს პასუხი „ქრონიკა+“-ის მასალებს ეკუთვნის. მე გადასახადის გადამხდელი ვარ და ჩემი ფულიც იმ 14 მილიონშია. ჩემს ფულს ისევ ჩემ წინააღმდეგ იყენებენ! მორალურადაც შევაფასოთ: როდესაც ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, მიდიან და დახმარებას ითხოვენ, აფხაზეთის ხელისუფლების შენობაში ლიფტია, ბოლოს და ბოლოს, ფასიანი, ამ სტატიისთვის 625 ლარს რომ იხდი, რა შეიძლება ამას უწოდო?! აქეთ გვეძახიან რუსეთიდან გადმოსროლილ დესანტებს, კონკრეტულ ფაქტებს კი არ ასახელებენ... წერონ, მაგის პრობლემა კი არ გვაქვს, მთავარი ის არის, ამაში ხალხის ფულს რომ ხარჯავენ! გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება „საქართველოს რესპუბლიკა“. სხვათა შორის, რუსული ორიენტაციის გაზეთი. როდესაც ლაპარაკობენ, ბიუჯეტის ფულით ფინანსდება რუსული პროპაგანდაო, აი, ცხადი ნიმუში! ახლა რომ აწყობენ რეგიონებში ამ საკონსტიტუციო პროექტის ვითომ განხილვებს, აბა, დაინტერესდით, თუ გეტყვიან მისამართს, სად ატარებენ?! გასაიდუმლოებულია! 22 კაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში და სათითაოდ ყველას აზრი გვაინტერესებდა. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაკითხეს უმაღლეს საბჭოში, ესაუბრნენ ნუგზარ მგალობლიშვილს, ანზორ წოწონავას და თემურ მჟავიას, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერენ, რადგან ეს აუცილებლობამ მოიტანა, რომელიც თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. სინამდვილეში, თანხვედრაში კი არა, აბსოლუტურად ემიჯნება! 3 წელია, საქართველოს პრეზიდენტმა ფიცი მიიღო, თვითონ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და თუ რამე ხარვეზია საქართველოს კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, ამისათვის მათ დამოუკიდებლობა უნდა აცხადონ აქ, თუ საკანონმდებლო ინიციატივები უნდა წერონ?! დავუსვით კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით, კატეგორიული წინააღმდეგები არიან. გვპასუხობენ, რომ კონსულტაციები ჰქონდათ უცხოელებთან, იურისტებთან, ვისაც კონკრეტულად ეს ეხება და იმათაც დაგვიდასტურეს, რომ ეს იქნება თქვენგან იმ რეჟიმის აღიარება, რაც სოხუმში მოქმედებსო. ტყუილი! ექსპერტების გვარი თქვან, ვინ უთხრა ეს სისულელე, გამოვიდნენ საჯარო დებატებზე, არ შეიძლება იმის აღირება იმიტომ, რომ ოკუპირებულია ის ტერიტორია და კანონში გვიწერია, რომ ნებისმიერი იქ მიღებული კანონი თუ სამართლებრივი აქტი უკანონოა. თუ კანონმდებელმა იმის პრეცედენტი დაუშვა, რომ სამივე ხელისუფლების შტო არსებობს ტერიტორიის გარეთ, თუ არსებობს ამომრჩეველიც და მისი უმრავლესობა არის ტერიტორიის გარეთ, ერთხელ უკვე პლებისციტი ჩატარდა და ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში დავადასტურეთ, ეს ასევე დასტურდება ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით, აქაური და თუნდაც იქაური გაბერილი არჩევნებით, მაშინ რატომ არ შეუძლია ამ ხალხს განახორციელოს საარჩევნო უფლება წარმომადგენლობით ორგანოში?! კანონს რომ იღებ, შე ოჯახაშენებულო, ის არ გაწუხებს, რომ ეს აფხაზეთზე არ ვრცელდება? დაუშვა ეს პრეცედენტი კანონმდებელმა და მთელ მსოფლიოში სადავოდ არავის გაუხდია. პრეცედენტი არ ნიშნავს უკანონობას, ეს ნიშნავს ახალს, ანუ სინამდვილისადმი საკანონმდებლო სივრცის მორგებას. ლტოლვილთა შესახებ კანონმდებლობით, გარკვეული პერიოდი, მთელი მსოფლიო სარგებლობდა, ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები სანამ არ იყვნენ, მანამდე არსებობდა ლტოლვილთა შესახებ კანონი სახელმწიფოთა შორის გადაადგილებულთათვის, მაგრამ როდესაც ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირების პრეცედენტები გაჩნდა საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ევროპაში და ა. შ., უკვე რეალობამ მოითხოვა ახალი კანონების შექმნა. პრეცედენტულად ეს დაუშვა, რომ წარმომადგენლობითი ორგანო აქ არის, მათი ლოგიკით აღმასრულებელი  ხელისუფლება ტერიტორიული პრინციპით მუშაობს, სხვანაირად როგორ არის ეს აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს კანონმდებლობას სადავოდ არ გაუხდია. სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიც მუშაობენ, სამივე შტო წარმოდგენილია, ამომრჩეველი აქ არის, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე _ ასეთი ცნება არსებობს როგორც აჭარის, ისე აფხაზეთის კონსტიტუციაში, თუ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ ნებას, რომ გვინდა არჩევნები და წარმომადგენლობითობა, ეს რატომ ნიშნავს აღიარებას?! პირიქით, ეს ნიშნავს, რომ აგერ არის წარმომადგენლობითი ორგანო, ლეგიტიმურად არჩეული, საქართველოს ხელისუფლების მიერ ცნობილი, ის იმიტომ არ არის ლეგიტიმური, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არ არის ცნობილი და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ ფუნქციონირებს. რომელმა ექსპერტმა უთხრა ეს ამათ?! ტყუილია, იგონებენ! თქვან გვარები, დღეს ინტერნეტით კომუნიკაცია ძალიან ადვილია, ჩვენ დავუკავშირდებით, მაგრამ არ არსებობს ეს ხალხი! ერთი არგუმენტი მოჰყავთ, მონოეთნიკურ არჩევნებს ვერ ჩავატარებთო. მონოეთნიკურ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ და არც ჩავატარებთ, რადგან ეროვნება საერთოდ არ წერია ჩვენს პასპორტში. ჩვენთან არის საქართველოს მოქალაქე და დამთავრდა! აფხაზები ატარებენ ეთნიკურ არჩევნებს, ისინი ქართველებს არ აძლევენ ხმის მიცემის უფლებას! საზღვარგარეთის უბნებზე ხომ გვაქვს ხმის მიცემის უფლება?! იგივე აფსუას, სომეხს, რუსსა და სხვა ეროვნების ადამიანს შეუძლია მისცეს ხმა საზღვარგარეთ, შეუძლიათ აქეთაც გადმოვიდნენ და ხმა მისცენ, როგორც გალის მცხოვრებლებმა, ბოლოს და ბოლოს, ათასგვარი ელექტრონული საშუალება არსებობს, ვისაც უნდა ნების განხორციელება, განახორციელოს, მაგრამ თუ ხალხი ნებას ვერ ახორციელებს რაღაც მიზეზების გამო, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ორგანო არალეგიტიმურია?! 1993 წლის არჩევნები ძალიან დიდ ტერიტორიაზე ვერ ჩატარდა სამეგრელოსა და აფხაზეთის ნაწილებში, მაგრამ ლეგიტიმური არ იყო საქართველოს პარლამენტი?! ვუთხარით, _ ჯერ იმით ირღვევა ჩვენი უფლებები, რომ ჩვენს სახლში ვერ ვცხოვრობთ; მეორე უფლება რაც გვაქვს არჩევნების, ესეც ირღვევა და თქვენ გვირღვევთო. იბრძოლეთო, _ გვიპასუხეს, _ აბა, თქვენ რისთვის ხართ, ამ უფლებების დაცვისთვის არ ზიხართ მანდ, თუ მხოლოდ ის არის მათი მიზანი, რომ საკუთარი შვილები მინისტრებად ჰყავდეთ?! ერთი, დაასახელონ, ვინ არის მათი ოჯახიდან იქ დასაქმებული! არ არის საუბარი მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებზე, რძლებსა და სიძეებზე, იმათ ნათესავებზე და ოჯახის წევრებზეა საუბარი. ყოლბაიამ ის იძახოს, აფხაზეთს მივცეთ დამოუკიდებლობაო და ეს ვაფინანსოთ?! ეს არის ჩვენი წარმომადგენლობითობა?! აფხაზებმა რომ აიღონ ეს კონსტიტუცია და თქვან, ამას ჩვენც ვიზიარებთო, მერე რას ვშვრებით?! სხვა არაფერი წერია იმათ ე. წ. კონსტიტუციაში! საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება არც ერთ ორგანოზე, ეს რამ დააწერინათ, _ პოლიტიკური და სამართლებრივი დამოუკიდებლობა?! ეს უდევთ თავში! ერთი წუთით არ გავჩერდებით, ამაზე ძალიან დიდ ხმაურს ავტეხთ! ვცდილობთ, რომ ეს თემა მაქსიმალურად გავასაჯაროოთ და შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს მივაწოდოთ. პრეზიდენტთანაც მივალთ, მთავრობასთანაც და პარლამენტშიც! თქვენი გაზეთის ძალიან მადლობლები ვართ, ძალიან გვეხმარებით, როდესაც იმ საკითხებს აშუქებთ, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს და ამ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე, პირველად თქვენთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე. თქვენს მასალებს „რუსთავი 2“-ის სიუჟეტები მოჰყვა და ძალიან გაშიშვლდა სხვადასხვა საკითხი. ახლა მიდიან ვა ბანკზე, სარგებლობენ იმ მომენტით, რომ საარჩევნო პერიოდია, მათთვის ვერავინ იცლის და ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებენ. ეს არის აფხაზეთის საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა, რადგან რამდენი წელია არჩევნებს ითხოვენ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არავინ მოსთხოვოს პასუხი იმ მილიონებზე, გალში სამედიცინო აპარატურა და რეანომობილი რომ გააგზავნეს, რეალურად კი დაკარგულია. რამდენი რამე, პრემიები, სავარძლები, ნათესავები და კეთილდღეობა... _ იქნებ, გაცნობიერებული არ აქვთ, რასაც აკეთებენ? _ მე მგონია, რომ ვინც ტოტალიზატორში თამაშობს (გივი ლომინაძე, _ ავტ.), ის არის ამის ავტორი. სხვათა შორის, ვინც მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, გამოთვალეს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და ტოტალიზატორის მეპატრონემ იქ შესვლა აუკრძალა. ტოტალიზატორი არ არის პრობლემა, გვერდით უამრავია, თან გასართობად დადიოდა, ერთ ლარზე მეტს კი არ დებდა. იმხელა შემოსავალი აქვთ ამათგან, ლარიანი კლიენტი რაში აწყობთ?! აი, სწორედ იმ ტოტალიზატორშია დაწერილი გაცნობიერებულად ეს საკონსტიტუციო ცვლილება! არც იმას გამოვრიცხავ, ამ საქმეში ცენტრალური ხელისუფლებიდან პაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი იყოს გარეული! _ საიდან გაქვთ ეს ეჭვი? _ ამათ მწვანე შუქს ისინი უნთებენ, შესაძლებელია, კარნახობდნენ კიდეც! ზაქარეიშვილი არ მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოა! ამას ვამბობ მისი ცნობიერებიდან, შეხედულებებიდან და რუსეთთან კავშირებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში ზუსტად ამ იდეებს ატარებს! ვოლსკისთან ამათ ძალიან ინტენსიური ურთიერთობები აქვთ, ეს ვლინდება იმაში, რომ პერიოდულად მათ ვოლსკი ჩუმად უწყობს რაღაც საკომიტეტო მოსმენებს. ერთი იყო წინა გიორგობის დროს, ნოემბერში, ძალიან ძნელია ინფორმაციის მოპოვება, დღესასწაულებს ამთხვევენ ესენი თავიანთ უმსგავსობას და გადაწყვიტეს, ვითომ ანგარიში წარმოედგინათ. მეორე, ახლა აქცია რომ ჩავატარეთ აპრილში გალის ამბებთან დაკავშირებით, 5 კომიტეტი მაშინ შეიკრიბა ისევ მალულად, რომ საქართველოს პარლამენტში ამათი ბენეფისი მოესმინათ, ვოლსკის მიჰყავდა ეს შეხვედრა, ესეც არავინ იცოდა, თორემ ჩვენც  მივიღებდით მონაწილეობას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა, შემდეგ ჩვენ წამოგვარტყამენ გარეთ, ნებისმიერ ადგილას! ჯერ ძლივს ვიგერიებთ სოხუმის რეჟიმის გამოფენებს, ხან აქ გამოხტებიან, ხან _ იქ, ამას თვითონ ისინი აგვაფარებენ თვალებზე! ეს ფედერალიზმიც არ არის, ეს არის სრული დამოუკიდებლობა! სუვერენიტეტი, აბა, მეტი რა არის?! გადის ცენტრალური საერთო საკანონმდებლო, საკონსტიტუციო სივრციდან! მათი არხებიდან ჟონავს ინფორმაცია და ვიცით, რომ ძალიან დიდხანს ეცადნენ, დაერწმუნებინათ საქართველოს პრეზიდენტი, რომ ყოლბაიასთვის მიეცა ლეგიტიმაცია, მაგრამ არ გააკეთა! წინა პრეზიდენტმა უარი იმით დაასაბუთა, რომ ბურჯანაძის რუსეთუმე პარტიის წარმომადგენელს იქ ვერ დავსვამო, ახლა როგორია ამ აქტის გაუქმება დღევანდელი პრეზიდენტის მიერ?! ადრეც ხომ გითხარით, გივი ლომინაძეა არაფორმალური მმართველი, ძველი საბჭოთა გენერალი, შს სამინისტროში გამობრძმედილი, შავბნელი მეთოდების ყველაფერი რომ იცის, ის მართავს ამას დიდი ხანია და პირდაპირ ამ პროექტს იმ კომიტეტის სახელი ჰქვია, რომლის თავმჯდომარეც არის და მეორე კომიტეტის სახელია, რომლის თავმჯდომარე აგრეთვე პოლიციელია _ ანზორ წოწონავა. ასეთი ვითარებაა... _ ზემოთ ახსენეთ, რომ 22 კაცისგან შედგება ის კომისია, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს. რამდენად კომპეტენტურია ეს ხალხი? _ ელგუჯა გვაზავა _ უდიდესი კონსტიტუციონალისტი, რომელიც სულ ორიოდე წლის წინათ ამბობდა, რომ აფსუებს ველაპარაკოთ პასპორზე, ფულზე და ჯარზეო. ეს განაცხადა მან „ობიექტივის“ ეთერში, ჩანაწერი არსებობს; დავით გვაძაბია _ ესეც უდიდესი კონსტიტუციონალისტია, ოღონდ რაიკომის მდივნის აზროვნებით; ჯემალ გამახარია ისტორიკოსია და მისი სამართლებრივი აზროვნება პროფესიონალური არ არის; გივი ლომინაძე _ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო საბჭოს კომისიის თავმჯდომარე, უკვე გითხარით, ვინც არის, საბჭოთა გენერალი; ანზორ წოწონავა _ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საბჭოთა გენერალი; თეიმურაზ მჟავია _ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ახალი აფხაზეთის _ სამართლიანობა“ თავმჯდომარე, ახალ აფხაზეთს ქმნის; გენო კალანდია _ დეპუტატი, მწერალთა კავშირის თავმდჯომარე, ე. ი. მწერალთა კავშირიც არსებობს ბიუჯეტზე და მხოლოდ მისი ლექსების წიგნები იბეჭდება; ადა მარშნია _ დეპუტატი, მისთვის თანამდებობაა აფხაზი; ოთარ ბენიძე _ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო 10 წლის განმავლობაში, ძალიან ლოიალური კაცია, როგორც ამ ხელისუფლების, ისე აფხაზეთის მთავრობის მიმართ. ასეთ რამეზე როგორ წავიდა, როგორც იურისტი, ძალიან მიკვირს; ჯემალ გახოკიძე _ უშიშროების გენერალი; ჯონი ხეცურიანი _ სამართლის დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვეჭვობ, რომ ამის შესახებ საერთოდ იცოდეს მან და მონაწილეობას იღებდეს კომისიის მუშაობაში; ავთანდილ ხაზალია _ აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ე. ი. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაც არსებობს აქ, თბილისში _ აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი სამართლის საკითხებში, სოხუმის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, პროფესორი, საჯარო მიმართულების ხელმძღვანელი, აქ ერთი სტატუსია გამოტოვებული _ კაზაკების გენერალი, ამის დამადასტურებელი ფოტოც არის ინტერნეტში; ზურაბ პაპასკირი _ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ეს ადამიანი არის ისტორიკოსი, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს გივი ლომინაძესთან და ახალი არჩევნების მოწინააღმდეგეა. ვეჭვობ, ის ამ სამართლებრივ ნიუანსებში იყოს გარკვეული; იგორ კოპალიანი _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, არ ვიცნობ ამ ადამიანს; ნანა ჭანტურია _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და როგორც ვიცით, საქმის კურსში არ არის; თამაზ ჯანაშია _ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულთა ზუგდიდის პოლიკლინიკის დირექტორი, როგორია! _ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობს პოლიკლინიკის დირექტორი, პროფესიით იურისტი მაინც იყოს; რევაზ წულაია _ ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე და აჩიკო ელბაქიძე _ ფონდი „ინტერკონტის“ თავმჯდომარე. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ!.. „ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს, გივი ლომინაძეს: _ კითხვები კი არ დამისვით, მაპატიეთ, ეს თქვენ არ გეხებათ, იმ ტვინნაღრძობი და ჭკუანაკლული ხალხის ნაბოდვარი ჩამოაყალიბეთ კითხვების ვარიანტში. შევეცდები, მოკლედ აგიხსნათ. საუბარია კონკრეტულ მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტის ამოვარდნის შემდეგ მთავრობის მეთაურის დანიშვნასთან დაკავშირებით. დღეს მოქმედი კონსტიტუციით დღესაც ისე გვიწერია ჩვენ, რომ პრეზიდენტი იძლევა თანხმობას ამასთან დაკავშირებით. ეს გვიწერია ჩვენს კონსტიტუციაში, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტში წერია, რომ პრეზიდენტი ახორციელებს იმ მოქმედებას, რაც ჩამოთვლილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლში, ასევე ახორციელებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მანამდე, სანამ ეს ჩანაწერი მოხდებოდა, 1993 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედ ნორმაში, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტში, ეს ჩანაწერი მთავრდებოდა შემდეგნაირად: ჩამონათვალი, რას აკეთებს პრეზიდენტი, რისი უფლებები აქვს, რაში მონაწილეობს და ბოლო, ეს მე-5 პუნქტი მთავრდებოდა ამდაგვარად: ის ახორციელებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსაც და სხვა კანონებით გათვალისწინებულ ფუნქციებს. ეს და სხვა კანონები _ ორი სიტყვა არის ყველაფრის თავი და თავი, რომელსაც ვერ იგებენ ჩვენი ე. წ. ოპონენტები, უფრო სწორად, პროვოკატორები და თუ ადამიანი ჩახედული არ არის, შეიძლება ერთი წაკითხვით ვერც გაიგოს და არასწორად გაიგოს ეს ჩანაწერები. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის ადრინდელი მუხლების ნორმა იძლეოდა საშუალებას _ და სხვა კანონების ჩანაწერის საფუძველზე, სხვა კანონებში გადის აფხაზეთის კონსტიტუცია და აფხაზეთის კონსტიტუციის ჩანაწერს ჰქონდა იურიდიული ძალა. რამდენადაც _ და სხვა კანონები _ ამოღებულია დღეს მოქმედ კონსტიტუციაში, ჩვენ, როგორც ქვემდგომ რგოლს, არ გვაქვს უფლება, დავავალოთ ქვეყნის პირველ პირს. ეს არის მთავარი. კონსტიტუციაში თუ შევიდოდა ცვლილება, აღდგებოდა ეს ჩანაწერი, მაშინ ვიმოქმედებდით იმის საფუძველზე. რამდენადაც კონსტიტუციაში ეს ცვლილება შეუძლებელია, რადგან ამის არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიკრიბოს და ეს ნორმა მიიღოს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დავრჩით სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე. უფრო სწორად, ჩვენ შეგვეძლო გვეხელმძღვანელა საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე, დაგვეხუჭა თვალი და გვეთქვა, რომ ჩვენ ვნიშნავთ მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამოსღები იყო ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილი ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც მთავრობის მეთაურს ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ეს ჩანაწერი თუ არ ამოიღე, მთავრობის თავმჯდომარეს ვერ დანიშნავ. ამის ამოღება და ცვლილება ერთ-ერთი საკითხია კონსტიტუციაში რაც არის შესატანი და რაც აუცილებელია. გარდა ამისა, არის კანონის უამრავი ნორმები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციასთან. თუ მთავრობის მეთაური ხდება ანგარიშვალდებული უმაღლესი საბჭოს წინაშე, რა თქმა უნდა, ეს წევს უმაღლესი საბჭოს ფუნქციას და მის დონეს პოლიტიკური და სამართლებრივი გაგებით და არ მგონია, ვინმე არ დამეთანხმოს. უბრალოდ, წაკითხვა უნდა იცოდე. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმაზე, შეთანხმებული არის თუ არა ქვეყნის ხელისუფლებასთან, რა უნდა შევათანხმოთ, საქართველოს კონსტიტუცია სავალდებულოა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი სტრუქტურისთვის და ის წარმოადგენს ყველაზე დიდ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. მას ემორჩილება ყველა და ყველაფერი. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერა და მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რომ არ ვერევი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხებში. იმიტომ კი არ ერევა, რომ არ უნდა, არამედ, კონსტიტუციის სათანადო მუხლში არსებობს ჩანაწერი, რომ აფხაზეთთან მიმართებით საკონსტიტუციო კანონი, მისი უფლებამოსილებები და ა. შ. განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. მხოლოდ ეს ერთი ჩანაწერია და მეტად აფხაზეთი საქართველოს კონსტიტუციაში მოხსენიებული არ არის. ამ სიტუაციაში იძულებული ვიყავით, რადგან საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს, რომ ყველა კანონი საქართველოს ტერიტორიაზე რაც კი არსებობს და მოქმედებს, მოყვანილი ყოფილიყო შესაბამისობაში. რო

გაზიარება