- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-05-01 16:37:14
მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აქტიურადაა ჩართული უკრაინის მხარდამჭერ კამპანიაში. გაზეთის ლოგოც კი უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. ქართული მედიაჰოლდინგი, რომელიც 10 წელს ითვლის, მხოლოდ მედიამხარდაჭერით არ შემოიფარგლება, არამედ იგი აწარმოებს ჰუმანიტარულ პროექტებს ომის შედეგად დაზიანებული რეგიონების მხარდასაჭერად. სულ ცოტა ხნის წინათ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხით უკრაინის რეგიონებში 15 გენერატორი გააგზავნეს. ისინი საბავშვო ბაღებსა და საჯარო დაწესებულებებში გადანაწილდა, 1 ცალი კი პოლკ „აზოვის“ მებრძოლებს მიეწოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ომის დაწყების პირველივე თვეებში მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, ჟურნალისტ მიხეილ ხაჩიძესა და გადამღებ ჯგუფთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა მოინახულეს ბუჩა, ირპინი, ჰოსტომელი, ხარკივი, კიივი (ქალაქის დასახელებებს ვბეჭდავთ უკრაინული ტრანსკრიპციით, _ რედ.) და ომის შედეგად დაზიანებული სხვა ქალაქები. აღრიცხეს და გადაიღეს ყველა ის ბოროტება და სამხედრო დანაშაული, რაც რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენეს. ამას გარდა, ქართველმა ჟურნალისტებმა შეხვედრები გამართეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და სამხედროებს, ესტუმრნენ სამხედრო ბაზებს, რომლებიც გარეშე პირებისათვის, როგორც წესი, დახურულია, რადგან ისინი გასაიდუმლოებულია.
ახლა კი ცნობილ უკრაინულ საქველმოქმედო ფონდ „Сучасна Україна“-სა და ქართულ მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.
აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის გზებს კიდევ უფრო გაამარტივებს. ხელმოწერის ცერემონია ცოტა ხნის წინათ თბილისში, „ქრონიკა+“-ის ოფისში შედგა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდ „Сучасна Україна“-ს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ გავრიშმა და მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, ერთობლივ პროექტებსა და ორი მოძმე ქვეყნის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ქართულ მედიაჰოლდინგთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ეს ხელს შეუწყობს ორი დიდებული ერის ურთიერთობის გაღრმავებასა და გაძლიერებას. ვგეგმავთ არაერთ კულტურულ პროექტს საქართველოში. ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართველები და საქართველო, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას უდიდესი მომავალი გვაქვს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს უკრაინას!“ _ განაცხადა „Сучасна Україна“-ს დირექტორმა, ვოლოდიმირ გავრიშმა.
თავის მხრივ, „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, აღნიშნა, რომ „ქრონიკა+“ უკრაინის მხარდაჭერის კამპანიაში ომის დაწყების დღიდან ჩართულია. გაზეთის ლოგოც კი სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
„ქრონიკა+“-სა და უკრაინულ საქველმოქმედო ფონდს შორის დადებული მემორანდუმი დამატებითი მოტივაცია და იმპულსია იმ საქმის გასაგრძელებლად, რომელსაც ჩვენი მედიაჰოლდინგი დიდი ხანია, აკეთებს. ჩვენ საქველმოქმედო კამპანიაში აქამდეც ვიყავით ჩართულები და ახლა დამატებით გავაქტიურდებით“, _ განაცხადა ელისო კილაძემ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული ფონდი „Сучасна Україна“ ხელს უწყობს უკრაინის კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში და ასტიმულირებს მჭიდრო კავშირებს მეგობარ სახელმწიფოებთან.
ამასთან, ფონდი ცდილობს, მსოფლიოს ნათლად დაანახვოს რუსული აგრესია.
„ჩვენი ფონდი კულტურული ორგანიზაციაა. კულტურულ-შემეცნებითი პროექტებისა და ღონისძიებების ფარგლებში ვცდილობთ, მსოფლიოს დავანახვოთ რუსეთის ნამდვილი სახე _ ის ბოროტება, რომელსაც რუსული რეჟიმი უკრაინის, საქართველოსა და სხვა მშვიდობიანი ერების წინააღმდეგ სჩადის. ჩვენი აქტიურობები არა მარტო უკრაინასა და საქართველოში ჩატარდება, არამედ ვგეგმავთ და ვატარებთ ღონისძიებებს ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ა. შ. მოვიცავთ ყველა ქვეყანას, რათა მსოფლიომ რუსული ბოროტება ნათლად დაინახოს“, _ გვიყვება „Сучасна Україна“-ს დირექტორი, ვოლოდიმირ გავრიში.
„Сучасна Україна“ და მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“ სამომავლოდ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავენ. ერთობლივი ღონისძიებები იგეგმება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
Підписано меморандум між Українським благодійним фондом та «Хронікою+»
Підписано меморандум про співпрацю між відомим українським благодійним фондом Сучасна Україна та грузинським медіахолдингом «Хроніка+». Церемонія підписання відбулася в офісі «Хроніка+» у Тбілісі.
Меморандум про співпрацю підписали президент фонду «Сучасна Україна» Володимир Гавриш та головний редактор медіахолдингу «Хроніка+» Елісо Кіладзе.
Сторони домовилися про майбутню співпрацю, спільні проекти та підтримку та просування двох братніх країн.
«Ми дуже раді, що підписали меморандум про співпрацю із Грузинським медіахолдингом. Це сприятиме поглибленню та зміцненню відносин між двома великими народами. Ми плануємо не один культурний проект у Грузії. Ми дуже любимо грузинів та Грузію, ми віримо, що в обох країн прекрасне майбутнє, хай живе Грузія, хай живе Україна", - сказав директор Сучасна Україна, Володимир Гавриш.
Зі свого боку, головний редактор "Хроніка+", Елісо Кіладзе, зазначила, що "Хроніка+" бере участь у кампанії підтримки України з дня початку війни. Навіть кольори газети вирішені у кольорах українського прапора на знак солідарності.
Меморандум, підписаний між «Хронікою+» та Українським благодійним фондом, — це додаткова мотивація та стимул до продовження тієї роботи, яку наш медіахолдинг веде упродовж тривалого часу. Ми і до цього брали участь у благодійній акції, а тепер активніше будемо", - каже Елісо Кіладзе.
Варто зазначити, що Український фонд Сучасна Україна сприяє просуванню української культури у світі та стимулює тісні зв'язки із дружніми країнами. Водночас, Фонд намагається зробити так, щоб російська агресія була ясно видна світу.
Сучасна Україна та медіахолдинг "Хроніка+" планують у майбутньому провести ряд масштабних проектів.