- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-05-20 10:30:31
ქართულ პოლიტიკაში ძველი სახეების დაბრუნების დროა. ახლო მომავალში პოლიტიკურ ველზე შესაძლოა ედუარდ შევარდნაძისდროინდელი ვარსკვლავი ლევან მამალაძე დაბრუნდეს. სახელისუფლებო კულუარებში „ქრონიკა+“-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებას აპირებს.
ლევან მამალაძე საქართველოდან ვარდების რევოლუციის მეორე დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს გაიქცა. მას ნაციონალებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ეტყობა მამალაძეს მტრები „ქართულ ოცნებაშიც“ჰყავს. რადგან დღემდე არ მოხერხდა მისი შეწყალება.
მამალაძე არც საყოველთაო ამნისტიის დროს შეიტანეს პოლიტდევნილთა სიაში. მის შეწყალებაზე არც გიორგი მარგველაშვილს უფიქრია. არადა მამალაძის ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. მამალაძის ოჯახმა ზურაბიშვილსაც მიმართა შეწყალების თხოვნით. პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა აქციებიც. აქამდე რეაქცია იყო ნული. ახლა როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, პრეზიდენტმა მამალაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
შორენა მარსაგიშვილი