QronikaPlus
„პარლამენტში შემოვალთ, თუ ელისაშვილივით არ გაგვათახსირებთ“ _ გირჩის შეთავაზება თალაკვაძეს

„პარლამენტში შემოვალთ, თუ ელისაშვილივით არ გაგვათახსირებთ“ _ გირჩის შეთავაზება თალაკვაძეს

2021-03-31 10:10:55

ოპოზიცია ხელისუფლებასთან პარლამენტში შესვლაზე ვაჭრობს. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, დღეს, 31 მარტს ამ თემაზე გირჩის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრნენ. ისინი სხვა ბარიერგადალახული პარტიების მსგავსად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ. ამასთან მათი ყველა განცხადებიდან ჩანდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ.

გირჩებმა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს უთხრეს, რომ პარლამენტში შევლენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ „ოცნებამ“ ერთი პირობა უნდა შეასრულოს.

_ პარლამენტში კი შემოვალთ, მაგრამ გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ალეკო ელისაშვილივით არ გაგვათახსირებენ და სახალხოდ არ დაგვცინებენო, _ უთხრეს გირჩებმა თალაკვაძეს.

პარლამენტის თავმჯდომარე კანონშემოქმედებით მუშაობამოწყურებულ გირჩებს თავის მხრიდან დაპირდა, რომ არ მიაელისაშვილებდა. ამასთან უთხრა, რომ საბოლოო სიტყვა ირაკლი კობახიძემ უნდა  თქვას.  თალაკავაძე გირჩებს დაპირდა, რომ ამ თემაზე დაელაპარაკება კობახიძეს და სთხოვს, რომ მათ ხელშეუხებლობის გარანტია მიეცეს. 

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება