- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-03-27 16:20:14
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა თავისი პარტიის შექმნაზე. როგორც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ყოფილ ძალოვანებთან. საუბარია შევარდნაძისდროინდელ ძალოვან მინისტრებზე. რამდენიმე მათგანთან გახარიას კარგი დამოკიდებულება აქვს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ გახარიასთან კომუნიკაცია სცადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. რომელიც ახლა „ლელოსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. გახარიამ კვირიკაშვილი ამ ეტაპზე ახლოს არ გაიკარა. მას კარგად ახსოვს 2018 წლის მაისის აქციები. სადაც მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ. ბოროტი ხმები მაშინ ამბობდნენ, რომ ეს აქციები გახარიას კვირიკაშვილის ხალხმა გაუჩალიჩა. მაშინ ყველაფერი კვირიკაშვილის გადადგომით დასრულდა.
გახარიას მეორედ მოსვლას ბევრი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. საბოლოოდ ალბათ ყველაფერს ივანიშვილთან შეათანხმებს, მაგრამ ამ ეტაპზე ყოფილ პრემიერს „ოცნების“ დამაარსებელთან არანაირი კონსულტაციები არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიაზე ჯერ ისევ გაბრაზებულია და მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შორენა მარსაგიშვილი