QronikaPlus
„ოცნება“ მელიას და რურუას გათავისუფლების გზებს ეძებს

„ოცნება“ მელიას და რურუას გათავისუფლების გზებს ეძებს

2021-04-15 09:36:00

მმართველი პარტია ცოცხალი თავით არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. თუმცა აშკარაა რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნა მათ სერიოზულ პროობლემებს უქმნის. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, მმართველი პარტია მელიას და რურუას გათავისუფლების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

„ქართულ ოცნებას“ სურს ისინი ისე გაუშვას ციხიდან, რომ ოპოზიციამ ეს თავის გამარჯვებად არ ჩათვალოს.  მმართველი პარტიის კულუარებში გვითხრეს, რომ ორივე მათგანის ერთად გამოშვება არ მოხდება, როგორც ეს ოქრუაშვილის და უგულავას შემთხვევაში მოხდა. რურუას და მელიას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დათქმით გამოუშვებენ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება