- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-14 08:04:11
ნოემბრის ტესტებზე ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი ოთხ მატჩში იმსაჯებს. 16 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრები ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ამაშუკელი ამ შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება.
კიდევ სამ შეხვედრაში ქართველი არბიტრი ასისტენტის მოვალეობას შეასრულებს. ეს მატჩებია: ინგლისი-ავსტრალია (9 ნოემბერი), იტალია-ახალი ზელანდია (23 ნოემბერი), ირლანდია-ასვტრალია (30 ნოემბერი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტეტსებზე დაუპირისპირდება ახალ ზელანდია XV-ს, იტალიასა და ტონგას.