QronikaPlus
ავღანეთში აფეთქებას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში აფეთქებას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2014-07-08 10:08:07

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ პროვინცია პავრანში განხორციელებულ ტერორისტულ აფეთქებას 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს. აფეთქება თვითმკვლელმა ტეროირისტმა განახორციელა, რომელიც ჩეხ სამხედრო მოსამსახურეებს ველოსიპედით მიუახლოვდა და მოულოდნელად თავი აიფეთქა. წინასწარი მონაცემებით დაღუპულთა შორის, ექვსი სამხედრო მოსამსახურე, ბავშვები და ქალები არიან. მოკლულ სამხედროთაგან ოთხი დაღუპული ჩეხეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელია, ორი კი ავღანეთის პოლიციის წარმომადგენელი. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, სავარაუდოდ თავდასხმის ორგანიზება, ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედმა რადიკალურმა დაჯუფება თალიბანმა განახორციელა.

გაზიარება