- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-04-22 04:54:04
გიორგი საკარული
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ეზოთერიკოსი მარიამ ციმინტია:
_ მარიამ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს დედამიწელები?
_ წინათაც ვამბობდი, რომ 2024 წელი საკმაოდ რთული წელიწადია თავისი კატაკლიზმებით და ა. შ. ყველა პანიკაში ვარდება, როცა ფიქრობს, რომ კაცობრიობის ცხოვრება სრულდება და წინ აღარ წავალთ. ეს ასე არ არის _ მივდივართ წინ, ცხოვრება გრძელდება. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ აპრილის ბოლოდან მოდის აგრესიული პერიოდი, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს ოქტომბრამდე ან ნოემბრამდეც გაიწელოს. ეს არის აგრესიული ქმედებები გარკვეული ქვეყნების მხრიდან ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში ჩართული იქნებიან რუსეთი, გერმანია, ჩინეთი, პალესტინა და ისრაელი. ამ პერიოდის განმავლობაში შეაშინებენ ხალხს, დიდი ტალღა იქნება, რაღაცები იგეგმება, თუნდაც, საომარი პერიოდის განმავლობაში. მაგრამ მინდა, დაგამშვიდოთ იმით, რომ ცხოვრება გრძელდება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველაფერი გარკვეულწილად შეეხოს საქართველოს ფინანსური კუთხით, მაგრამ ჩვენ ისეთი რაღაცები გადავიტანეთ, ეს არ შეგვაშინებს. არეულობა იქნება ამერიკაში, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ზაფხულიდან დაიწყება. ასევე რაღაც პერიოდი გაგრძელდება კატაკლიზმები, როგორიცაა მიწისძვრა _ ეს უფრო ინდოეთს, ევროპასა და, კონკრეტულად, იტალიას შეეხება.
_ ამბობენ, რომ დრაკონის 2024 წელი არის კარმული წელიწადი. რამდენად მართალია და რას ნიშნავს კარმული წელიწადი?
_ რატომღაც, ადამიანები კარმას აღიქვამენ ძალიან ნეგატიურად. ვფიქრობ, რომ კარმა არის მასწავლებელი. პირიქით, ეს არის ისეთი ძალა, რომელიც ბიძგს გვაძლევს, რათა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ზოგჯერ დიდი დარტყმით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორდება და ლაგდება.
_ რას ნიშნავს კონკრეტულად კარმული წელიწადი და რა არის მოსალოდნელი?
_ ადამინებს, რომლებიც იყვნენ მარტო და მეწყვილე არ ჰყავდათ ან წყვილებს, რომლებსაც არ ჰყავდათ შვილი და წლების განმავლობაში ძალიან ბევრს იბრძოდნენ და თან ბევრი სიკეთე ჰქონდათ გაკეთებული, კარმულად მიუტრიალდებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ოჯახს ბავშვი შეეძინოს, ხოლო ვისაც მეორე ნახევარი არ ჰყავდა, იპოვოს მეწყვილე. ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დაოჯახდება. ვინც სწორად იქცეოდა და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, შეიძლება გამოჯანმრთელდეს ქრონიკული დაავადებისგან ან დაამარცხოს ვერაგი დაავადება. სასწაულების წელიწადია, უფრო ასე დავარქმევდი. ზღვარზე გადადის _ კარგზეც და ცუდზეც. რომელი მხარე გააქტიურდება, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საქციელებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ცუდი წელიწადია, პირიქით, კარგია. ამ წლის განმავლობაში კარგია ბინის შეძენა, უფრო მეორე ნახევარში _ ივნისიდან წლის ბოლომდე, ასევე ბიზნესის დაწყება, საკმაოდ პროვოკაციული ბიზნესი იქნება და შესაძლებელია, დიდი ტალღით მოიტანოს შემოსავალი.
_ რთული პერიოდი გამოვიარეთ, რასაც პანდემია ჰქვია. შესაძლებელია თუ არა მსგავსი „მსოფლიო ცდა ადამიანებზე“?
_ კი, შესაძლებელია, მაგრამ 2024 წელს არა, უფრო შემდგომ პერიოდებში. ნათქვამიც მქონდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წელს შეიძლება დაიწყონ პანდემია. რატომ ვთქვი დაიწყონ? _ ასე ვთქვათ, შეიძლება აფეთქება მოხდეს, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, პანდემია ხელოვნური იყო. საიდან მოვიდა, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ მჯერა ამ ყველაფრის. ხელოვნურია თუნდაც აცრებზე პანიკა. თუნდაც გავიხსენოთ მზის დაბნელება _ სანამ მოხდებოდა, ამბობდნენ, რომ სამი დღე დაბნელდება, ხალხი იქნება საშინელ დღეში, მოვლენ რაღაც ძალები და ა. შ., მაგრამ არაფერი მოხდა _ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ზუსტად ასე იყო პანდემიაც, ეს იყო ტყუილი პანიკა.
ჯერჯერობით არ აწყობთ, რომ პანდემიის კუთხით იყოს პანიკა, რადგან ისედაც საომარი სიტუაციაა და ქვეყნებს შორის ძალიან დიდი აგრესიაა, ამიტომ ჯერ ეს ჩაწყნარდება. თუმცა მსგავსი ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ოღონდ ასეთი მასშტაბების _ არა.
რისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული? _ მათ გააკონტროლეს, რამდენად მართვადია ხალხი. რადგან ხალხი ძალიან მართვადია, მომავალში აპირებენ ახალი სისტემის შეტანას, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ სამყაროში გადავა ადამიანი, ეს იქნება უფრო 2025 წლიდან მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში _ სწორედ ამისთვის გვამზადებდნენ.
დედამიწის სიხშირეები იცვლება _ ადამიანები იღვიძებენ აგრესიულები, აქ სხვა სამყაროში მიდის პროცესები. შავი და თეთრი ძალების ჩხუბი/ომი და აქედან რომელი ძალა მოიგებს, ამაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული და სული, რომელიც წმინდაა. ამიტომ ეს ძალები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროში არიან, ებრძვიან ადამიანებს და, რა თქმა უნდა, შეეცდებიან, რომ კიდევ ერთხელ შეგვაშინონ. მომავალი პანდემიის ტალღა არ იქნება ისეთი საშიში, უფრო იქნება ადმიანის ელექტორულ მხარეზე გადასვლა იძულებით.
შემოვა ახალი სისტემები, რომლებიც საერთოდ შეცვლიან ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას _ ვალუტა, რასაც ქეშს ვეძახით, აბსოლუტურად გადავა ელექტრონულ სისტემაზე, ელექტრონულად იქნება აქტიური და გვექნება ჩიპები. ყველა ადამიანს ექნება ჩიპი და ექნება ლიმიტი, თავისი ადგილი ვირტუალურ სამყაროში _ ეს არც ისე შორს არის, ათწლეულზე ვსაუბრობ. იქნება გარკვეული სტატუსების რეიტინგების სისტემა, შეიცვლება სწავლის სისტემა და ძალიან გაძვირდება ოქრო და ვერცხლი. ოქროსა და ვერცხლს ექნება იმაზე მეტი ფასი, ვიდრე დღეს აქვს და ესეც იქნება გარკვეული ვალუტა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მანიპულაცია.
_ ანუ ოქროსა და ვერცხლის დაგროვების პერიოდიც მოვიდა?
_ შეიძლება ასეც ითქვას. ჯერჯერობით დოლარი, ევრო და ა. შ. შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ნელ-ნელა გადავა ერთობლივ სისტემაზე. როგორც ახლა გვაქვს სხვადასხვა ბანკი ასე არ იქნება _ იქნება გაერთიანებული ქსელი, მაგრამ ეს შორეულ მომავალში მოხდება. ამ მომავლისკენ მივდივართ ახლა და გზაში ვართ.
_ ჩიპებსა და რობოტებზე ბევრი რეკლამაა უკვე შემოსული, რა უნდა ქნას ხალმა?
_ ხალხი ვერაფერს გააკეთებს, სამწუხაროდ. დაახლოებით 50 წლის წინათ არავინ იცოდა, რომ იქნებოდა ასეთი გაჯეტები და ყველანი ვიქნებოდით „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“. დრო იცვლება, ხალხი იცვლება და, რა თქმა უნდა, ადამიანი განვითარების პროცესში შედის, ამიტომ სისტემაც იცვლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ დროს ხალხი იყო მართვადი. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ხალხის მართვა მოხდება გარკვეული მექანიზმებით და უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს.
აუცილებელი არ იქნება ჩიპი. დასკანერება მოხდება ჩვენი ხელით და შესაძლებელი იქნება ხელის ანაბეჭდით. ანუ თქვენი ხელის ანაბეჭდები მოხვდება ინტერნეტ სივრცეში, რომელიც გაერთიანებული და დაკავშირებული იქნება თუნდაც თქვენს ბარათთან, თქვენს „აი-პი“ მისამართთან და ძალიან მარტივად მოიჭრება თანხა, შევძლებთ კომუნალური გადასახადების გადახდას და ა. შ. ძალიან ბევრი ადამიანი იქნება კმაყოფილი ამ სისტემით.
ჩნდება კითხვა: რატომ მოხდება ხელით ეს ყველაფერი? _ როგორც აღვნიშნე, ვირტუალურ სამყაროში გადადის ადამიანი. უკვე ერთ-ერთმა გამომგონებელმა გამოიგონა „A სათვალე“ და დაწყებულია პროცესი. ძალიან ბევრი უარყოფა წამოვიდა, მაგრამ ხალხი და განსაკუთრებით ახალგაზრდები საკმაოდ კომფორტულად და დიდი სიამოვნებით ხმარობენ ამ სათვალეს, მერე უკვე გადავლენ „EA სამყაროში“, სადაც კონკრეტულად იქნება ინტელექტი. ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროტოტიპის შექმნას, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება ჩვენი ასლი. არ იქნება ჩვენი გარეთ გასვლა აუცილებელი _ ჩვენ შევძლებთ სახლიდან გაუსვლელად მივიდეთ სამსახურში, ვირტუალურად დავესწროთ გამოცდებს, დავესწროთ შეხვედრებს და ა. შ. გევქნება უკვე ჩვენი ადგილი, ჩვენი სახლი, მიწა, მაღაზიები, ფეშენვიკები და სხვა ბევრი რაღაც. იქაც იქნება გადახდა ხელის მეშვეობით. ამ ყველაფრის გამო შეიძლება ვიღაცას ფანტაზიორი ვეგონო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არაბეთში უკვე არსებობს ისეთი ადგილები ინტერნეტ-სივრცეში, სადაც ყიდიან ამ მიწებს. არ ვიცი, რას დაარქმევენ ამ სამყაროს, მაგრამ ბიზნესმენები და მილიონერები მანდ უკვე ყიდულობენ მიწებს და ემზადებიან. იციან, რომ დაახლოებით 5, მაქსიმუმ 6 წელიწადში ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური იქნება.
_ თანამედროვე გამოგონებებთან შეგუება კარგია თუ ცუდი?
_ ჩემთვის, როგორც ეზოთერიკოსისთვის, ცუდია. არ მიყვარს ინტერნეტსივრცე. ცნობილი ადამიანი ვარ და მედიასივრცეში მიცნობენ, ბევრ ქვეყანაში მიცნობენ ევროპაში, ამერიკაში და ა. შ., შესაბამისად, ძალიან ხშირად მიწევს ინტერნეტით სარგებლობა _ ესეც არ მიყვარს. ვფქირობ, რომ ეს ძალიან აფუჭებს ადამიანის აურას, ღმერთთან ჩვენს კომუნიკაციას, ურთიერთობას მაღალ ძალებთან, რადგან ჩვენს სულიერ მესთან ვკარგავთ კონტაქტს. უფრო ფანტაზიურ სამყაროში გადავდივართ, რომელიც ილუზიებითაა სავსე. ადამიანის ტვინს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე კომპიუტერს, მაგრამ გეგონება, სპეციალურად ხდება ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ეს დაგვავიწყდეს და დავიდეთ პრიმიტიულ დონემდე, ანუ კომპიუტერისა და გაჯეტების გარეშე ვერ ვიცოცხლებთ. დაახლოებით 100 წლის შემდეგ ადამიანები იქნებიან „ანდროიდის ტიპის“. მერე ისევ ჩავერთვებით მატრიცის სისტემაში და ისევ უკან დაბრუნდება ყველაფერი, მივა ნულამდე და ისევ თავიდან დაიწყება, სულ ასე ვცხოვრობთ ადამიანები.
_ რა გველოდება საქართველოში?
_ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მხოლოდ სიყვარულის მჯერა. იმედი მაქვს, რომ ხალხი გაიღვიძებს და ერთად შეიკრიბება, ჯაჭვური სისტემით გავასწორებთ ამ სამყაროს და მსოფლიოს. რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ, დიდად არაფერი შეიცლება. თუმცა ვგრძნობ, რომ მომავალში პრეზიდენტი აღარ გვეყოლება. გვეყოლება პარტია, რომელიც იქნება პასუხისმგებელი გარკვეულ მოვლენებზე.
რაც შეეხება ოკუპაციას, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო და იქნება გემრიელი ლუკმა რუსეთისთვის. სამწუხაროდ, რუსეთი ასე არ დამშვიდდება, ის გადმოვა შეტევაზე. შეიძლება გვერდიდან მოგვიაროს, ვითომ მეგობრულად მოგვიდგეს და სხვებისგან დაიცვას ჩვენი ქვეყანა, რომ თავისთვის შეინახოს. არეულობა მოხდება მსოფლიოში, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დაცული იქნება.
არჩევნებზეც არ ველოდები აგრესიის დიდ ტალღას, რადგან ხალხს ენერგია აქვს დაქვეითებული. ერთადერთი ტალღა იქნება ზაფხული-შემოდგომისკენ. შეიძლება, ახალი წესები შემოვიდეს, რაც გამოიწვევს ქართველების გაბრაზებას და იქნება მიტინგების პერიოდი. საერთოდ, არეულობას ვხედავ ღრმა შემოდგომა-ზამთრისკენ _ უფრო კონკრეტულად ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში. ეს არეულობა აუცილებლად დამშვიდდება.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხედავდით. იმავეს ფიქრობთ ახლაც?
_ რა თქმა უნდა, იმავეს ვფიქრობ. ზოგადად, მომავალი ისეთია, როგორსაც ვიტყვით, წყალივითაა. გარკვეული გრადუსით თუ შევცვლით ჩვენს მოქმედებებს, შეიძლება გადავწიოთ ან უფრო სწრაფად მოხდეს მოვლენები. ამიტომ როდესაც რაღაც დაგეგმილია ან როცა ჩემნაირი ადამიანები ხილვას ნახავენ ან იგრძნობენ, შეიძლება დრომ გადაიწიოს ან გადმოიწიოს, მაგრამ ის, რაც ვიგრძენით ან ვიხილეთ, არ შეიცვლება.
ჩვენ ყოველთვის გვექნება გაერთიანების შანსი, თუნდაც ჩვენი აფხაზეთის დაბრუნების. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ მოლაპარაკებები იქნება და ვფიქრობ, ისეთი ტალღა წამოვა, შეიძლება აფხაზეთიდანაც წამოვიდეს შერიგების სურვილი და ნელ-ნელა დავიბრუნოთ აფხაზეთი. ამისთვის მინიმუმ 3-5 წელი დაგვჭირდება.
_ როგორ დავიცვათ თავი აგრესიისგან?
_ საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ არის კარმული პერიოდი. ეს წელიწადი პროვოკაციულია. ტალღები და მოვლენები, თუნდაც მზის დაბნელება, მოქმედებს ფსიქიკაზე. პანდემიის, ომის და ოკუპაციის შემდეგ დაგროვდა აგრესია.
_ რა უნდა გავაკეთოთ აგრესიის ასაცილებლად?
_ პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ჩემნაირ სპეციალისტებს ვეტყოდი, რომ ხალხს აუცილებლად უნდა დაუდგნენ გვერდით. ჩვენ იმისთვის ვართ მოსული, რომ სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს. მე რასაც ვცდილობ და ჩემნაირი ადამიანები, თუნდაც დედობრივი ინსტინქტით, ერთმანეთს გავუვრცელოთ და ვაჩუქოთ სიყვარულის ენერგიები, ერთმანეთს დავეხმაროთ.
_ როგორ შეიძლება განვიწმინდოთ სტრესისგან?
_ არსებობს მედიტაციები, ზიარება, ვინც მართლმადიდებელია და ეკლესიაში დადის, მათთვის ყველაზე მაგარი ადგილია ტაძარი; ვისაც ენერგეტიკულად უნდა განვითარება, მათთვის არსებობს ვარჯიშები, მედიტაციები, იოგა, ბუნებასთან კომუნიკაცია, შვილებთან კომუნიკაცია. გახსოვდეთ: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვთ შემოსავალი, რა ხდება გარშემო _ დაიმახსოვრეთ, რომ თუ თქვენ გყავთ ოჯახის წევრები გვერდით, თუ თქვენ დღეს გაქვთ პური და გარკვეული საკვები, ბედნიერი ხართ. მინდა, ქართველებს ვუთხრა, _ ჩვენ იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ ადამიანობა არ დაგვიკარგავს, ძალიან კარგი მასპინძლები ვართ და კარგი ერი მიუხედავად ჩვენი პრობლემებისა. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა აგრესიულებიც ვართ ემოციურობის გამო.
უნდა გვახსოვდეს: რადგან დღემდე არ დავკარგეთ ჩვენი სულიერება საუკუნეების მანძილზე, ერთმანეთს უფრო მეტი სითბო გავუყოთ და ყურადღება მივაქციოთ და მეტი სიყვარული ვაჩუქოთ.