QronikaPlus
მეუფე იაკობი მესამე ძალას ეძებს

მეუფე იაკობი მესამე ძალას ეძებს

2021-01-27 06:55:17

„ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას. თუ საჭიროა, მესამე ძალა ვიქნებით“, - ასე უპასუხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს გამარჯვებას,  მანამდე ვისაც ვუსმენდი და  როგორც ვუყურებ,  არც პოზიცია და  არც ოპოზიცია, საქმის გამკეთებელი არ არის.  საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოო. ვფიქრობ,  რომ არ იციან, მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა  საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია,  უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია.

თუ შევხდე, რომ ვერ იქცევიან მესამე ძალად, თუ გაინტერესებთ, იქნება მესამე ძალა და ბევრად  ძლიერი. შეიძლება, ამათგანაც იყვნენ, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კრგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას  არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება