QronikaPlus
21 იანვრის კორონასტატისტიკა კახეთში

21 იანვრის კორონასტატისტიკა კახეთში

2021-01-21 09:55:46

კახეთში  დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს მონაცემები 2248- მდე გაიზარდა. სპეციალისტებმა მოიძიეს ახალი დაინფიცირებულების 121 კონტაქტი.

ინფიცირებულების რაოდენობა ასე ნაწილდება: ახმეტა - 696, გურჯაანი - 2248, დედოფლისწყარო -743, თელავი -2348, ლაგოდეხი - 1433, საგარეჯო -1266, სიღნაღი -714 და ყვარელი - 875.

ამ ეტაპზე მკურნალობს 1572 მოალაქე, მათ შორის, 1438 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 7 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 127 იმყოფება კოვიდკლინიკაში. თვითიზოლაციაში რჩება 1047 მოქალაქე და თვითიზოლაციიდან მოიხსნა 124 ადამიანი. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 243-ია, ხოლო ვირუსი სულ დაამარცხა 8658-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით, გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კახეთში 93 მოქალაქე გარდაიცვალა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება