QronikaPlus
კახეთი COVID-19-ის ვაქცინაციისთვის ემზადება

კახეთი COVID-19-ის ვაქცინაციისთვის ემზადება

2021-01-21 09:30:38

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და იმუნიზაციის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხორციელებისთვის რეგიონში არსებული მზაობა და ვაქცინაციის პროცესის წარმართვის შესახებ იმსჯელეს.

დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება