კვირაპერი, 20 აპრილი, 2025
2021-01-11 07:47:42
კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 9538-მდე გაიზარდა,
ბოლო 24 საათში რეგიონში დაინფიცირების 11 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა.
განახლებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ახმეტა - 659, გურჯაანი - 2047, დედოფლისწყარო -703, თელავი -2210, ლაგოდეხი - 1328, საგარეჯო -1141, სიღნაღი - 646 და ყვარელი -804.
ამ ეტაპზე მკურნალობს 1906 ადამიანი, მათ შორის 1764 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 მკურნალობს კოვიდსასტუმროში, ხოლო 140 იმყოფება კოვიდკლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა 946.
სულ 7538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირუსის დიაგნოზით კი 83 ადამიანი გარდაიცვალა.
მაკა მოსიაშვილი