QronikaPlus
„თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა ხელვაჩაურში ოფისი გახსნეს

„თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა ხელვაჩაურში ოფისი გახსნეს

2021-01-11 06:58:24

ხელვაჩაურის მერიის შენობაში,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კაბინეტში, „თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა ოფისი გახსნეს და განაცხადეს, რომ ისინი ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელენ.

„მოქალაქეებს კონსულტაციას გავუწევთ სხვადასხვა დარგში: სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის, მედიცინის მიმართულებით, რომ მათ დაძლიონ ის ბერკეტები, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება უქმნის. ჩვენ შევეცდებით, რომ ვამხილოთ ხელვაჩაურის მაღალჩინოსნები“, - განაცხადეს „თავისუფლების კვარტალის“ წევრებმა.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება